Загрузка...
მარი სადღობელაშვილი - მიცნობდეთ / mari sadghobelashvili - micnobdet - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 2:01 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » მარი სადღობელაშვილი - მიცნობდეთ / mari sadghobelashvili - micnobdet


4:12 PM
მარი სადღობელაშვილი - მიცნობდეთ / mari sadghobelashvili - micnobdet


მიცნობდეთ,
მე მქვია ინანა,
ბედს ვახვევ
სევდიან არშიებს.
თუ ვცოდავ,
ხვალ ცოდვას ვინანებ
და ჩემი ჭოჭმანი
მაშინებს.
დღეს თუკი
მცივანი ტერფებით
ქოშინით ავირბენ
მზის აღმართს,
ხვალ ამნეზია
მექნება
და დავივიწყებ
მისამართს
მისას, ვინც
გუშინ მითბობდა
სულის გათოშილ
ლავიწებს.
დღეს კი
ლილიტი
მიხმობს და
მრევს და
ყველაფერს მავიწყებს.
მავიწყებს,
როგორ ვირგებდი
ფეხზე
გრძნობების გამაშებს
და ვეღარც
გემოს ვიგებდი
ჭისას, რომელიც
დავაშრე.
დღეს არა,
ხვალე ვინანებ,
"გუშინ"
რომ გახდა თამუსი.
მიცნობდეთ,
მე მქვია ინანა,
ეჭვია
ჩემი სამოსი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1168 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0