წითელ ყაყაჩოებს მოვეფერე... მიწაზე მძივებად დაკიდებულს. გულზე შევიბნიე მომეფეთნენ, მზის სხივებს გერივით აკიდებულს. უფალთან მიმიყვანეს...არ ვიცოდი, სამყარო რომელ ყვავილს მაგონებდა. მსოფლიოს ყვავილივით გავიცნობდი... ყაყაჩო გახდებოდა შთაგონება. წმინდა და წმინდანთა სიყვარული. ფერებში აღმდგარი საოცრება... მიწაზე პატარა სიხარული... ცაზე კი მუზათა გაოცება. წითელ ყაყაჩოებს ვეამბორე. უფლისგან კურთხეულ ყვავილს,წმინდას... ისრაელს ჩავეხუტე-ფერნაცვალი... სულში ყაყაჩოთა წვიმა წვიმდა.... წითელ ყაყაჩოებს მოვეფერე...
2014 წელი. ისრაელი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..