Загрузка...
ნინო მაჭავარიანი - წვიმს ისევ ჩუმად / nino machavariani - tsvims isev chumad - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-03-29, 6:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » ნინო მაჭავარიანი - წვიმს ისევ ჩუმად / nino machavariani - tsvims isev chumad


5:48 PM
ნინო მაჭავარიანი - წვიმს ისევ ჩუმად / nino machavariani - tsvims isev chumad


წვიმს ისევ ჩუმად.
ქვაფენილს ცივა.
გულში ფიქრები
ძრწოლვით დადიან...
ისევ ფაქიზი
ოცნება ცვივა
წვიმის წვეთებით,
ფიქრებს დარდიანს.
თითქოს ქარია
წვიმის მშველელი...
შიში ცრემლებად
უნდა დაცვივდეს.
ცივ ქვაფენილზე
გულის შეხვედრით,
წვიმის გრძნობები
რომ არ გაცივდეს.
წვიმს ისევ ჩუმად.
წვიმს და გრძნობები,
გულში შეხიზნულ
ფიქრებს ენდობა.
ცრემლად დამშრალი,
სითბოს სიცივე
წვიმის წვეთებით
შესთხოვს შენდობას.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1100 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0