Загрузка...
ოთარ მენაბდე - ქუჩაში კაცი ... / otar menabde - quchashi kaci ... - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » ოთარ მენაბდე - ქუჩაში კაცი ... / otar menabde - quchashi kaci ...


6:10 PM
ოთარ მენაბდე - ქუჩაში კაცი ... / otar menabde - quchashi kaci ...


ქუჩაში კაცი ვინმე დავლანდე,
როს სევდიანად მოაბიჯებდა,
მისთვის იმ წამში არ ვიყავ ღმერთი,
თუმცა შველას კი საჭიროებდა.

ახლოს მივედი, მივემცნაურე,
არ ვეკეკლუცე, ვერ ვემცნაურე,
ჩუმი სიტყვებით შევეხმიანე,
ენა საამოდ ავახმიანე.

სულგრძელობაო, – მითხრა ცრემლებით,
არ შეძლებიათ ადამის ძეთა,
ერთ დროს შენებრი მეც ვიყავ კაცი,
ვერ დამიფასეს ჩემთა მოძმეთა.

ქალი მიყვარდა, ახლაც ის მიყვარს,
და მისით გული კვლავ მეთუთქება,
შეშურდათ ბოღმით აღსავსე გულებს,
ყველა სიყვარულს რად ემუქრება.

მინდა გავიქცე, გავიჭრა ველად,
და არ მიშვებენ არ ვებრალები,
ჩემი ბრალია ვიქეცი შველად,
მონადირის არ შესაბრალები.

ახლა კი ძმაო უნდა დაგტოვო,
თუმც კი ორთავეს ერთი გვწადია,
რომ გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი,
ეს ხომ დღესავით ისეც ცხადია.

წავიდა, განვლო წუთისოფელი,
ვერ დაისვენა საწყალმა წამით,
ასე სცოდნია სხვისი ნებისთვის,
გაუცხოვებას საკუთარ თავით.

მე მებრალებით უბედურებო,
რომ დაგანგრიათ ცხოვრებამ ძალით,
და მეჯავრებით უკეთურებო,
დღეს რომ ამაყობთ ყოველით ამით.

გაივლის დრო და გაგახსენდებათ,
რომ ვერ აღწევდით პატარა ნათელს,
ახლა კი მოვლენ თქვენს საფლავებთან,
სხვები ანთებენ პატარა სანთლებს.

ასეა, არვის შერჩება ბოლოს,
ცხოვრების ყოვლი ნაავკაცარი,
ყველა იქცევა ბოლოს–რაც იყო,
მიწა, თიხა და მტვერი, ნაცარი..!

2011 წლის 12 სექტემბერი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1121 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0