Загрузка...
მიშო დადიანი - პოეზია / misho dadiani - poezia - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » მიშო დადიანი - პოეზია / misho dadiani - poezia


6:17 PM
მიშო დადიანი - პოეზია / misho dadiani - poezia


***
ისეთი ადამიანებიც არიან,
რომ გტოვებენ მაგრამ არსად მიდიან.
საკუთარ სისხლში იგროვებენ
შენს სიმარტოვეს
და არასოდეს ბრუნდებიან.

***
შენი ბავშვობა მენატრება
რაც არ მინახავს.
ახლა შენს ფოტოს
ვუყურებდ და ასე მგონია,
რომ ფოტოს უკან
ლანდივით დგას
ჩემი ცხოვრება,
და რაღაც მახსოვს
იმ უჩემო წარსულიდანაც.

***
სიცარიელეს ისე შევეგუე,
გზისკენ გახედვის მეშინია -
ვინმე არ გამოჩნდეს.
არაფერი ვიცი,
არავის ვფიქრობ
და არაფერს ვჭამ.
ჰაერითა მაქვს სავსე თვალები
და ჰაერს აქვს ჩემი თვალები.
სიტყვებს რომ თავი გავუნაწილე,
იმ სიტყვებიდან
ჩემი თავის
ამოკრეფა მიჭირს.
იყო დრო გზის პირს
საკუთარ ჩრდილზე
რამე რომ მიმეწერა,
წავიდოდი და ასფალტს კი არა
მას შერჩებოდა.
ყველაფერი შეიცვალა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1269 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0