Загрузка...
გიორგი დვალი - და შენ..? / giorgi dvali - da shen..? - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » გიორგი დვალი - და შენ..? / giorgi dvali - da shen..?


6:18 PM
გიორგი დვალი - და შენ..? / giorgi dvali - da shen..?


მე – ბინდი,
მე – მთვარე . . .
მე – მღვრიე ფიქრი,
ვნების მექრთამე.
მე – „არამკვლელი“
მე – ათეისტი . . .
ბევრი ცოდვის მთვლელი,
ცოტა აფერისტი.
მე – სიღარიბე,
მე – სიამაყე . . .
( აზრში გამერითმე,
გრძნობა მიათმაგე)
მე – მოყვარული,
მე – ცოტა სულელი . . .
გრძნობამოარული,
ჯერ არსასურველი.
მე – მოლოდინი,
მე – „ბოლო შანსი“. . .
ულამპო ჯინი,
უტეხი ნავსი.

მე – ბინდი,
მე – მთვარე . . .
მე – არადინჯი,
მე – ფერთა არე .

................................
და შენ – ანგელოზი?
(ლუხუმის ლილე)
შენ – ჩემი როზგი,
შენ – ჩემი საპყრობილე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1267 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0