მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » გიორგი დვალი - "იუმორესკა" / giorgi dvali - "iumoreska"
6:22 PM გიორგი დვალი - "იუმორესკა" / giorgi dvali - "iumoreska"
საკუთარ თავზე შემაქვს საჩივარი, ალბათ გგონიათ - არის სასაცილო, ვეღარ მოვირჩინე "გულის სატკივარი", არ ვიცი თავი როგორ ვანაწილო...
აი ამეშალა ისევ საღერღელი, "გაზაფხულმაც ხომ ტვინი წამიღო" , ათჯერ სხვადასხვა "ვქენი სამღერელი", მერე ათივემ გული გამიღო.
უი შენ თავო, ვაი შენ გულო; ათიდან ერთი რომ ვერ აირჩიე, ერთ-ერთს ხომ მაინც უნდა უერთგულო? ან იმ ათიდან ერთს მაინც აერჩიე...?
ხოდა შენ გიჩივი, შენ უთავბოლოვ! ...ან იქნებ ვცდები - და შენ რა დააშავე? იქნებ ის ათი ტყუის ბოლო-ბოლო, ჩემთან ათივე არის "დამნაშავე"...?
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1200 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|