Загрузка...
თეონა ალადაშვილი - საქართველოს გოდება / teona aladashvili - saqartvelos godeba - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » თეონა ალადაშვილი - საქართველოს გოდება / teona aladashvili - saqartvelos godeba


7:05 PM
თეონა ალადაშვილი - საქართველოს გოდება / teona aladashvili - saqartvelos godeba


დამეხმარე უფალო...
შევძლო კვლავ წამოდგომა
შევძლო ისევ ჰაერის ფილტვებამდე ჩატანა
ძალა მომეც უფალო რომ შემეძლოს ატანა
რომ სისხლი არ გამეყინოს
დამეხმარე უფალო
დამინგრიეს ქვეყანა...
და წამართვეს ტაძრები...
სამშობლოდან გამექცნენ
დედები და მამები
ომში ამომიხოცეს
ჩემი ჯარისკაცები...
დამეხმარე უფალო...
დღეს დავკარგე ოსეთი
გუშინ ტაო-კლარჯეთი... იმის წინ კი ჰერეთი
ლაფში ამომისვარეს
ისტორიის ფურცლები
ნაგლეჯებზე შეთითხნეს
მოგონილი ამბები.. თითქოს აღარ არსებობს
აღარავინ ქართველი...
თითქოს გადაიკარგნენ
აღარ იბადებიან აღარც ალგეთს ლეკვები
აღარც დადიანები და არც არაგველები...
დამეხმარე უფალო
მე დამადგეს გვირგვინი სიმცირის და სირცხვილის
მე, რომელიც ვიყავი ქეთევანი, თამარი
და სხვა კიდევ მრავალი
დღეს რომ აღარ არსებობს აღარცერთი მათგანი
დამეხმარე უფალო
სანამ ღამეს დაყვება ოქროსფერი ნათელი
სანამ მტკვარი მიითრევს დამძიმებულ მანტიას
სანამ მთებში ჯერ კიდევ სიყვარული ანთია
დამეხმარე უფალო... დამეხმარე ჟამია.....!!!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1147 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0