Загрузка...
მიშო დადიანი - ლექსები / misho dadiani - leqsebi - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » მიშო დადიანი - ლექსები / misho dadiani - leqsebi


7:10 PM
მიშო დადიანი - ლექსები / misho dadiani - leqsebi


***
ჯერ ფიქრი რაა,
ცხოვრებით რო
ნელ - ნელა გწამლავს.
სხვები ყოველთვის
ბრუნდებოდნენ
ანდა ითმენდნენ.
ის ისეთია,
თუ წავიდა -
უცხო გზით წავა
და ღამესაც კი არ შერჩება
მისი სითეთრე.

***
საკუთარი შიში თუ დაგსიზმრებია.
პანორამა ვართ მგონი რაღაცის.
აქ მხოლოდ დიდი ლურჯი გზებია
და გვიგროვდება მუჭში ნაცარი.
ნაცრის ყვავილით ხელში ვიდგები
და ნახშირიან სუნთქვას გაგატან,
რომ ჩაგიგროვდე და ასო - ასო
ამოვიკვნესო შენი სიგიჟე.
საკუთარი ხმა თუ გაგიგია,
სადღაც შუკის ან შუქის თაროდან…
იცი მე წუხელ გზაზე ვიდექი,
მე ვიდექი და გზა კი გარბოდა.

***
ის დღეები მენატრება,
რომ არ ყოფილა,
მაგრამ მახსოვს.

***
საკმარისია შემობრუნდე
საკუთარი არსებობისკენ,
ყოველთვის რაღაც გავიწყდება,
რაღაც ძვირფასი.

ვინ იყო ის, ვინც
გვერდით გედგა
მუდამ, ყოველთვის,
და წარსულივით გითვალთვალებდა
სადღაც შიგნიდან.

და გახსენებდა -
მეგობარო,
მარტივად ვკვდებით.

არაფერია მზეზე კარგი - მზესთან მისვლამდე.

***
ისეთი ადამიანებიც არიან,
რომ გტოვებენ მაგრამ არსად მიდიან.
საკუთარ სისხლში
იგროვებენ შენს სიმარტოვეს
და არასოდეს ბრუნდებიან.

***
სადაც არ მინდა
ყოველთვის
იქ თოვს
და სადღაც
ფიქრი
მრჩება
სილაზე.
მინის ნატეხით
მაწერდნენ
თითქოს,
იმ სიტყვებს
შენ რომ გადამიმალე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2007 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0