Загрузка...
შოთა ნიშნიანიძე - როცა მე გარდავიცვალე / shota nishnianidze - roca me gardavicvale - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » შოთა ნიშნიანიძე - როცა მე გარდავიცვალე / shota nishnianidze - roca me gardavicvale


7:11 PM
შოთა ნიშნიანიძე - როცა მე გარდავიცვალე / shota nishnianidze - roca me gardavicvale


როცა მე გარდავიცვალე, იდგა აღდგომის სწორი,
ზღაპარში ხარი ატირდა, სახლში - შვილი და ცოლი,
შემიდგნენ არაგველები, თავის მგალობლის ცხედარს,
ფარებზე გადამაწვინეს და წამასვენეს მცხეთას.

- საით, ბიჭებო, - გავძახე...
მითხრეს: უფლისა ნებით,
იქ დიდი საქართველოა, იქ აღარავინ ვკვდებით...

მე ჩავუარე ბავშვობას, - ბურთს თამაშობდა მინდვრად,
ადგა და გამომეკიდა, ღვარღვარა ცრემლებს ღვრიდა.

გადავუფრინე ციხეებს,
მთალად საქართველოს სერებს.
- ისე იყავით, კარგებო, როგორც გხატეთ და გწერეთ...

რა კარგი იყავ, სიცოცხლევ, ვერ მოგიყირჭე ქებით,
მტრებიც კი მყავდნენ კარგები, არათუ მარტო ძმები.
მშვიდობით, ჩემო ქვეყანავ, ვეღარ გიხილავ ხვალე,
ფალავნების და მგოსნების სტუმართმოყარე მხარე.

სულმა დავლოცე ცოლ-შვილი და პატიებაც ვთხოვე
ჩემი ცხოვრების სიხარულთ,
ჩემს ჯვარს და სვეტიცხოველს.

როცა მე გარდავიცვალე, იქ დავიბადე მყისვე,
ჩემი გვარის და სახელის ვიღაც ატირდა ისევ.
იტირე, ჩემო პატარავ,
გამახარე და მტანჯე,
ტირილით უთხარ მადლობა ჩვენს მარადიულ გამჩენს...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1602 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0