Загрузка...
თეონა ალადაშვილი - ჩვენ დავბერდებით / teona aladashvili - chven davberdebit - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » თეონა ალადაშვილი - ჩვენ დავბერდებით / teona aladashvili - chven davberdebit


7:14 PM
თეონა ალადაშვილი - ჩვენ დავბერდებით / teona aladashvili - chven davberdebit


ჩვენ დავბერდებით დაგვისერავს დროება სახეს,
და ვეღარ შევძლებთ ცხოვრებისგან სიმძიმის თრევას
დავხრით თავებს, ან მზეს ვუფიცხებთ სევდიან თვალებს,
ალბათ ბუხართან წინდებს მოვქსოვ რომ მოვკლა ღამე,

ალბათ განთიადს შევაგებებ ჩემს ბებერ მკლავებს
ალბათ შვილიშვილს დავუკოცნი მხრებზე ნაწნავებს...
ჩვენ დავბერდებით დაგვისერავს დროება სახეს
და მებრძოლ სულში ამოგვიწვავს იმედის სანთლებს...

თმის ღერებიდან ამოგვაცლის წარსულის ფერებს
და თეთრ გვირილებს ნაზად მოგვფენს გადამჭკნარ თავზე
ჩვენ სიბერეშიც გავუყვებით მთებისკენ ბილიკს
მაგრამ ყვავილებს გვირგვინისთვის აღარ დავიწნავ

ახალგაზრდობას გავიხსენებ ოხვრით და სიმწრით
გარდასულ დღეებს მთით მობერილ ქარებს გავატან
მე, უკვე ბებერს მეყვარება შენი სახელი
შენი სახელი მეყვარება უზომოდ, ცამდე

მე, მოხუცებულს მეყვარება შენი ხელები
შენი თვალები მეყვარება, რომ მითხრან რამე
ჩვენ დავბერდებით დაგვისერავს დროება სახეს
და მერე ერთად სამუდამოდ დავხუჭავთ თვალებს!!!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1268 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0