Загрузка...
თეონა ალადაშვილი - ნასახლარი საქართველო / teona aladashvili - nasakhlari saqartvelo - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » თეონა ალადაშვილი - ნასახლარი საქართველო / teona aladashvili - nasakhlari saqartvelo


7:15 PM
თეონა ალადაშვილი - ნასახლარი საქართველო / teona aladashvili - nasakhlari saqartvelo


მთებს იქით არს საქართველო, გახვეული ნისლში,
ჩაძინებულ ნასოფლარებს სუნთქვა უჭირთ სიმწრით
ოხრავს, გმინავს ჩამოშლილი ნასახლარის ქვები
არც ძაღლების ყეფა ისმის არც დაფრინავს მტრედი,

მთების იქით მხოლოდ დუდუნს თუ გაიგებ ძვლების
იქ მიწიდან დუდუნებენ მთებს იქითა მკვდრები
"მიატოვეს, არ ისურვეს, საქართველო ჩვენი,
უპატრონოდ დაგიგდიათ პაპის ნაშენები

თურმე როგორ ჩამოშლილა სახლის კუთხის ქვები
და მართლაც რომ მივატოვეთ ეზოც, სახლიც ჩვენი

ვუღალატეთ თავებს

და ასეთი მოღალატე უცხო ქვეყნებს ვავსებთ.

ჩვენს სოფლებშიც გაავლებენ ალბათ მავთულხლართებს,
წლების შემდეგ შვილიშვილებს უკვე ემიგრანტებს
მოვუყვებით მათ სამშობლო როგორ გამოსტაცეს,

მე კი მაშინ არ ვიცვდი ჩემი ქვეყნის საზღვრებს
და ვუსმენდი პოლიტიკოს ვიღაც ნაძირალებს,

აქ ყოველი იმას ამბობს ვის როგორც, რაც, აწყობს
ჩვენს სოფლებში ნასახლარი უფრო მეტს არამბობს?!
სხეულიდან ამოგვგლიჯეს აფხაზეთი, ტაო
ჩვენ დასჯილი ბავშვებივით თავს ვიმართლებთ მარტო
ისტორია არ გვსმენია, არაფერი გვახსოვს,

ღამღამობით აჯანყებულ სინდისს თოკით ვახრჩობთ
რომ არასდროს არ გაბედოს და არ მოგვეკაროს
რომ სამშობლოს სიყვარული აღარ შეგვახსენოს
არ არსებობს ნამუსი, აღარც პატიოსნება
და ყველანი ვიქეცით ცირკის მსახიობებად
აღარც სიტყვა არ ფასობს, აღარც კიდევ კაცობა
გამეფებულ მრუშობას კომპლიმენტით ვამკობთ

ასე როგორ დავეცით ეს როგორ დაგვემართა,
სიყვარული კონკიას ზღაპრებშიც არ დარჩა
გუშინ ვიღაც ლევანი დღეს თამუნა გახდა
რადგან თურმე ირაკლი შეუყვარდა რა ქნას?!
რა ვუწოდო?! რა ვთქვა?!
ახლა წავალ რადგან მეტი, უფრო მეტი არ ვთქვა!!!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1220 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0