Загрузка...
მერაბ ბოლქვაძე - აღსარება / merab bolqvadze - aghsareba - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » მერაბ ბოლქვაძე - აღსარება / merab bolqvadze - aghsareba


7:19 PM
მერაბ ბოლქვაძე - აღსარება / merab bolqvadze - aghsareba


ვინც საკუთარი ცოდვების შემდგომ იწყებს მოთხრობას
და აურაცხელ სინანულით მოჰყვება მცნებას,
დაუსჯელია ადამიანთა ასეთი ყოფა,
მაგრამ განა მხოლოდ სიხარულს აქვს ბედნიერება!-
ის თავს მოიკლავს საკუთარი ლექსების ხარჯზე
და მთვარის შუქზე დაღამებულს გაუჭირდება
საკუთარი ლექსების ხმამაღლა კითხვა.
მე ადამიანს ვანსხვავებდი მხოლოდ ცხოველისაგან,
მაგრამ თვისი მიზეზის გამო აღარ არის დღეს ეს სხვაობა.
დარჩა მხოლოდ უკიდეგანო სივრცეში მიგდებული სინდისის ქენჯნა
და ვინ მიაღწევს იქ-ის, ვინც მხოლოდ დატანჯულია.
მე ბოდიშს ვიხდი ამ აურაცხელ სინანულით მონაყოლ მცნებების გამო,
მე დავარღვიე ის კანონი, რომელიც ანსხვავებს ადამიანს პირუტყვთან მხოლოდ,
მე აღვძარი ადამიანის სულში იმ ბელზებილს სუნი,
რომელიც დაყვება თან ადამიანს ყოველთვის უკან
და დათმო მან საკუთარი ცოდვების თხრობა
და ბაბილონამდე მიაღწია ედემის ბაღმა
და სულთამბრძოლო!- დაინგრიოს ეს ქვეყანა.
ამ ხალხის ეშხში გაერია თვით ჩემი სული
და მოუყევი მათ ჩემი უაზრო ყოფა
და მეც დავთვერი მათთან ერთად ღამით და დილით
და ვგრძნობ თუ როგორ ვუძვრები მე მას სულში.
და მიღწეული იმ უკიდეგანო სივრცესთან ახლოს,
სადაც ხსნაა და საკუთარი სინდისის ქენჯნა,
თვალთ მენათება საოცარი დილის ნათება
და მიბნელდება ნათელი საკუთარი ცოდვებით მოსილს.
რა საცოდავია ადამიანი თავისი მცნებით,
ფილოსოფიურ მსჯელობის შემდგომ
თავს ზე აღმართავს და ჰგონია, რომ იცის ღმერთი
და ამ სულელურ განზრახვაზე მოჰყვება ფიქრებს,
რომ ავაშენოთ ბაბილონი და ზე ავყვეთ კიდეს.
ო, როგორ რთულია საკუთარი ლექსების წერა.
და თუ ვიპოვებ ჩემო სამყაროვ მე ასე იმ ღელვას,!
რომელიც მიმიყვანს იმ სივრცესთნ ცოტათი ახლოს,
დაე იტანჯოს ჩემმა სულმა მანამდე აქა.!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1101 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0