Загрузка...
მერაბ ბოლქვაძე - სული სამშობლოსი / merab bolqvadze - suli samshoblosi - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » მერაბ ბოლქვაძე - სული სამშობლოსი / merab bolqvadze - suli samshoblosi


7:20 PM
მერაბ ბოლქვაძე - სული სამშობლოსი / merab bolqvadze - suli samshoblosi


რა არის ამ ქვეყანაზე ისეთი მთელი, როგორც სული,
მაგრამ ვის სწამს დღეს ეს სიმართლე.
განა მხოლოდ სიცოცხლეა ყოველივე ახალ ქმნილების,
არა! ყოველივე ახალთ შექმნილს სიკვდილი ჰქვია.
ან ის წუთი არსებულის თვისი მიზეზის,
რომელიც არ ახსოვს და მიჰყოლია უაზრო მცნებას.
ღმერთი ერთია ქვეყანაზე და ეს ყველ ჩვენგანმა კარგად ვიცით,
მაგრამ შური ჰკლავს არსებული რეალობის შენარჩუნების.
იმიტომ, რომ გეშინიათ საკუთარი თავების.
პასუხისმგებლობა მდოგვის ოდენა მარცვალს რომ გავს,
ისე გაზარდეთ, რომ ვერც თქვენ მიწვდით და არც სხვას უშენებთ კიბეს.
ისე წაბილწეთ ეს ქვეყანა, რომ თვით სიმართლეშიც შემეპარა მრავალი ეჭვი.
რა არის ისეთი მთელი როგორიც სული
ჩემო სამშობლოვ!
როგორ მეცოდები,
მაგრამ განა მარტო მხოლოდ შენში ხდება ეს?!
არა! მაგრამ შენ უფრო მეტად გებრძვიან, რადგან მხოლოდ შენშია ყველაზე მეტი სათნოება და ჭეშმარიტება.
როგორ იცვალა ფერი ადამიანის ერთფეროვნებამ.
წამიერია ის განცდა, რომ მე ვარ!,
მაგრამ ჰყოფნის ყოველივე მარადიულ ფრინველთა ცვენას.
სად არის ის გზა, რომელიც აახლოვებს მას.
შენ ხარ ეს გზა ჩემო სამშობლოვ.
შენ უკვდავყავი ყოველივე ახალთ ქმნილი,
შენ შექმენი სამუდამო სამყოფელი შენი სულის სიღრმეში
და თან ისე, რომ არ მოგითხოვია მცირეოდენი ზვარაკნიც.
სად დაიკარგა, სად გაქრა, რომელ კუთხეში, ნეტავ რომელი უკეთესი წყარო შეიქმნა სადმე.
ვისში გაიცვალა ეს ყველაფერი,
იმ წუთში, რომელსაც პირიქით იყენებენ და უგვანად ქმნიან.
ადამიანთა არსებობის რელურ მიზეზს ბედნიერებას ვეღარ შეარქმევ,
რადგან ყოველმა შეითავსა წუთიერი სიამტკბილობა.
შენს მინდორს ველებს ჩემო სამშობლობ აღარ აქვს ის ძალა,
რომელიც იყო ნუგეში ყოველივე შენი ქმნილების,
რადგან დაირღვა წონასწორობის თანასწორობა,
რადგან აღარ აქვს სიკვდილს აზრი არც იქით და არც აქეთ,
რადგან ერთადაა უკვე ყოველივე უკუქცეული,
რადგან მიზეზი ხარ შენ მეცნიერების და ანარქიის.
გაიქეცი ჩემო სამშობლობ ჩვენგან,
სანამ ბოლომდე არ ჩგმარხეთ ჩვენს უაზრო სევდიან ტბაში.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1224 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0