Загрузка...
ქეთევან ნათელაძე - შური ხომ იძია ჩემმა სიყვარულმა / qetevan nateladze - shuri khom idzia chemma sikvarulma - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » ქეთევან ნათელაძე - შური ხომ იძია ჩემმა სიყვარულმა / qetevan nateladze - shuri khom idzia chemma sikvarulma


7:23 PM
ქეთევან ნათელაძე - შური ხომ იძია ჩემმა სიყვარულმა / qetevan nateladze - shuri khom idzia chemma sikvarulma


შური ხომ იძია ჩემმა სიყვარულმა,
სხვა სიყვარულები მეტს რას დაგმართებენ,
ზეცა დაგანახა, სადაც სიხარულით
შენი ვარსკვლავები აღარ ანათებენ.
ჩვენთვის აპრილები აღარ მოსცდებიან,
ახლა სხვანაირად მაწვიმს შედარებით,
ახლა ზღაპრებივით ცხადში ცოცხლდებიან,
მაშინ უმნიშვნელო ამბის დეტალები.
ქარი სამკაულებს მაწყვეტს სინანულით,
ბედი აღარ არის დღეს აქ შესაჩვევი,
შური ხომ იძია ჩემმა სიყვარულმა,
როცა შენს თვალებში გახდა შესამჩნევი.
ახლა ცხადია და გულში მიმალულმა,
დარდმა გამხილა, რომ გრძნობებს დარაჯობდა,
შური ხომ იძია ჩემმა სიყვარულმა,
წელში გაგტეხა და მუხლზე დაგაჩოქა.
წვიმის ამინდებმა ისევ გამაციეს,
ღამემ უშენობა მხრებზე დამათოვა,
ალბათ უწილადებ ერთ დღეს აკაციებს,
ლექსებს უჩემოს და ჩემგან დანატოვარს.
ცისფერ ჰორიზონტზე ქართან სიარულით,
ღრუბლის ქარავანმა ისევ იმარტოვა,
შური ხომ იძია ჩემმა სიყვარულმა,
როცა უსიტყვებოდ ქარში მიგატოვა.
ახლა მაშინდელი შენი სიყვარული,
მოსჩანს წყვეტილად და ასეც დაიღალა,
შური ხომ იძია ჩემმა სიყვარულმა,
შური ხომ იძია ჩემმა სიყვარულმა,
შური იძია და ტყვია დაიხალა!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1179 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0