Загрузка...
მიშო დადიანი - ლექსები 2 / misho dadiani - leqsebi 2 - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » მიშო დადიანი - ლექსები 2 / misho dadiani - leqsebi 2


7:24 PM
მიშო დადიანი - ლექსები 2 / misho dadiani - leqsebi 2


ანანო

ჩემი ძილი რას ეყოფა
ამოდენა სიხარულს.
მამა, მე ალბათ
ლოცვა მჭირდება
მთელი ძალით.

გუშინ კარგი და სწორი დღე იყო.
მე შევხედე და გადავუხვიე.

***
არა, ერთხელაც ვერ დავიჯერე
სადღაც ღრმად ჩემში
სხვა ცხოვრებაც
თუ არსებობდა.
თითქოს თუთარჩელა ხელებიდან
გადამიგორდა
და გაფუჭებული ფოტოებივით
ამოიყარა ის დღეები
შენ რომ არ იცი.

ზუსტად ისეა,
რომ არც გახსოვს
და ვერც ივიწყებ.

***
შენი ბავშვობა მენატრება
რაც არ მინახავს.
ახლა შენს ფოტოს
ვუყურებ და ასე მგონია,
რომ ფოტოს უკან
ლანდივით დგას
ჩემი ცხოვრება,
და რაღაც მახსოვს
იმ უჩემო წარსულიდანაც.

***
შეიძლება გზას იყო ამცდარი ,
მაგრამ სხვაზე სუფთად ცხოვრობდე.
მთელი დღეა ამ სიზმარგაუმტარ
კედლებიდან ამოსვლას ვცდილობ,
თვალდახუჭულმა იქნებ რამე წარმოვიდგინო.
უცნაურია, თვალს ისევ ტყუილად ვხუჭავ
მთელი დღეა არავინ მომჩვენებია.
ფეხებზე მკიდია თანმიმდევრობა,
აქ სადღაც უნდა დამეწერა,
რომ ცხოვრებაა ასეთი -
ერთი ბოლოდან გამოსულს
მეორეში გრჩება ნივთები.

***
რაც ხელებმა ვერ წაიღეს -
თვალებმა ზიდეს.
ახლა ქარია, მაფშალია
მიარწევს
სიზმრებს.
იქნებ მოვბრუნდე,
იქნებ დავრჩე,
გადავრჩე იქნებ.
მე მივდიოდი.
გზა თავისით
ეძებდა სიტყვებს.

***
ის დღეები მენატრება,
რომ არ ყოფილა,
მაგრამ მახსოვს.

***
ღმერთო, შენი ხელები, როგორ გადავარჩინო,
დაფარული და თანაც თვალივით თვალსაჩინო.
მე იმდენი დავგროვდი - გზებს ვერ ვუთხარ - "დარჩიო"
შენი თმები წვიმისგან მინდა ვერ გავარჩიო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1374 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0