Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - სოფლის გასაჭირი / lipo liparteliani - soflis gasachiri - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » ლიპო ლიპარტელიანი - სოფლის გასაჭირი / lipo liparteliani - soflis gasachiri


7:33 PM
ლიპო ლიპარტელიანი - სოფლის გასაჭირი / lipo liparteliani - soflis gasachiri


გულსაკლავია ამ სოფლების მარტო დარჩენა,
ეს სახლები ხომ ყრუ კედლებად ქცეულან ახლა,
ნასახლარებს კი ღამღამობით ცრემლი დასჩემდათ
და ოთახებიც ვერ უცქერენ აისებს ახალს.

ნაკოშკარებზე ამოსულა მწვანე ჯეჯილი,
საკვამურებში თეთრი ბოლი არ ადის მაღლა,
მდუმარება ჰყავს სოფელს ჭირად შემოჩენილი
და არც გამვლელი არავინ სჩანს მდინარის გაღმა.

ბოსლებიდანაც აღარ ისმის,ძროხის ზმუილი,
არც არვეები არ ტკეპნიან ბილიკებს ახალს.
აღარ აყრუებს არემარეს ძაღლი ყმუილით
და ბაბუებსაც დავიწყნიათ ვენახის ჩაყრა.

მიტოვებული გუთანია აქ დარჩენილი,
უხედნავ მოზვრებს ელოდება რომ მიწა დახნას.
ბოგირები კი წყალდიდობას გადარჩენილი,
უფუნქციობით გადაღლილნი ნატრობენ მახრას.

სოფელი დარჩა უპატრონოდ,როგორც ობოლი,
ეკლესიაშიც არვინ სწირავს უფლისთვის საკლავ,
არც მარხილისთვის იქსოვება დიდი გოდორი
და აღარც რახი არ იხდება დარდი რომ ჩაკლას.

ნაკოშკარებზე ამოსულა მწვანე ჯეჯილი,
მომტვრეულია საკეტები საფლავის კართა.
და ეს სოფელი, დარჩენილი,როგორც ობოლი,
ისევ მოელის გუთნისდედას,რომ იქცეს ახლად...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1130 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, lipo liparteliani, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0