მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » ლიპო ლიპარტელიანი - დაგვიანებული სათქმელი / lipo liparteliani - dagvianebuli satqmeli
7:34 PM ლიპო ლიპარტელიანი - დაგვიანებული სათქმელი / lipo liparteliani - dagvianebuli satqmeli
რკინა გაქვს გულად.გშვენის ფაფარი, ფაფარი ლომის და არა ცხენის. არაგაქვს შიშის თავშესაფარი, და ისევ გხიბლავს, სიამე ფრენის.
არ იცი შური,ვერ ხარ აფთარი. არ შეგიძლია დაფარვა წყენის. გამხდარხარ,ძმების ფოლადის ფარი. ეგ სიმამაცე რარიგად გშვენის.
შენ ხარ, სიმართლის რქებით გამტანი და ძმობის სახლის, საყრდენი ძელი. ჩვენ კი ვიქნებით,დარდის ამტანნი. სადამდეც დაგვრჩა საწუთროს დღენი.
ვეცადე ეხლა მაინც რომ მეთქვა. და ვწუხვარ, მაშინ ეს რომ ვერ ვქენი. რომ შენი გულის ამაყი ფეთქვა. ლამაზ სიმღერად ვერ გარდავქმენი.
მორჩა სიცოცხლე,გიგლოვთ ერთხმად. უკურნებელი,შენ გახდი სენი. ალბათ ოდესმე,ვიქნებით ერთად , ისევ ვიმღერებთ,\"არხოტოს\" სტვნით...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1357 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, lipo liparteliani, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0
|