Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - თქვენ პოეტებო! / lipo liparteliani - tqven poetebo! - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » ლიპო ლიპარტელიანი - თქვენ პოეტებო! / lipo liparteliani - tqven poetebo!


7:35 PM
ლიპო ლიპარტელიანი - თქვენ პოეტებო! / lipo liparteliani - tqven poetebo!


რამხელა გული გჭირდება რომ პოეტი გერქვას?!
ასოთ მიგნება, მოქარგვა და ლექსებად ძერწვა,
რომ მოახერხო უნდა გრძნობდე რითმების ფეთქვას,
რაც მთავარია! არ ბაძავდე არავის ქვეყნად.

უნდა შეგეძლოს უკარება მუზების შებმა
და თითო-თითოდ ამოტვიფრვა ფურცელზე მკვეთრად.
არ გაყეყეჩდე,სუფრაზე თუ შეგაქეს ერთხმად.
თუ კი გინდა,რომ ჭეშმარიტი პოეტი გერქვას.

და თუ გინდა რომ შენს სტრიქონებს დაედოს ფასი
არ მოეკიდოს ლექსთა კონას ობი და ხავსი.
დაწერე გულით არ დაცალო სიყალბის თასი.
გაგაჩნდეს შენი საკუთარი ურყევი აზრი.

არ გქონდეს ფიქრი კაცისათვის ნამუსის აყრის.
იყავი მარად,ეკლიანი ბილიკის მგზავრი.
თუ გაჩნდი კაცად,არ დაგმარხონ სამოსში ქალის.
გქონდეს უნარი დაითმინო კრიტიკის ჭავლი.

რამხელა ნიჭი გჭირდება რომ პოეტი გერქვას!
თეთრი ფიურცლის და მელნისაგან არსების შექმნა
თუ მოახერხე,თუ შესძელი სულების შერწყმა.
თუ არასოდეს შეუშინდი მუზების სეტყვას.

მაშინ ჩათვალე,რომ ქართველი პოეტი გერქვა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1075 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, lipo liparteliani, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0