Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - დაჩაგრულ ფიქრებს / lipo liparteliani - dachagrul fiqrebs - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » ლიპო ლიპარტელიანი - დაჩაგრულ ფიქრებს / lipo liparteliani - dachagrul fiqrebs


7:36 PM
ლიპო ლიპარტელიანი - დაჩაგრულ ფიქრებს / lipo liparteliani - dachagrul fiqrebs


ადამიანთან ჯერაც არმოსულ ფიქრებს,აზრთა გზაგასაყარზე უნდა დავხვდე,
რათა გზა ავუბნიო,იმ იმედით, რომ მოტყუვდებიან და ჩემგან ნასწავლები გზის
ბოლოს მდგარ, ჩემს უფიქრო ქოხს ესტუმრებიან

ფიქრის ტივებზე ჩამომსხდარან ბაცი ლანდები
და მიცურავენ ნისლიან ზღვაში სიმარტოვისა.
არ იძვრის ბინდი,საიმედო ჩაქრნენ ფარნები
დამდგარა ჟამი გამოუთქმელ აზრთა გლოვისა.

აზრებს რომელთაც არ ეღირსათ ფურცელზე წერა
და მწერალთაგან ვერცერთმა რომ აქცია მღერად.
დამწუხრებული დამსხდარიყვნენ ტივებზე ყველა,
რათა მუზისათვის გულის დარდი დუმილით ეთქვათ.

მუზამ კი მათი სატკივარი ისმინა ერთხანს,
შემდეგ გაფრინდა საჩივრებით ლექსების ღმერთთან
და თითო პოეტს თითო აზრთა კრებული შეხვდა
ღმერთლექსი ფიქრს რომ არიგებდა ღამეში მზესთან.

დამთავრდა გლოვა და დაიწყო ახალი ერა.
რითმთა მდინარე აბობოქრდა მკითხველთა მწველად.
იმ მრავალთაგან უმცირესი მეც წამემღერა,
იქნა მიზეზი თავის თავზე ლექსის საწერად..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1063 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, lipo liparteliani, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0