მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » ლიპო ლიპარტელიანი - ნოსტალგია / lipo liparteliani - nostalgia
7:37 PM ლიპო ლიპარტელიანი - ნოსტალგია / lipo liparteliani - nostalgia
მომენატრე დიდებულო საქართველო, მომენატრა გარინდული მთაწმინდა. მონატრება,მინდა ლექსის ენით ვცელო. ვგრძნობ რომ სისხლმა გული ორად გაფლითა.
მეზმანება რუსთაველზე ხეტიალი, ციგნის ბავშვი, ხურდის თვლაში გართული. ქაშუეთის წინ ჩამომჯდარი \"რეტიანი\". სომხის ქალის, დამტვრეული ქართული.
მენატრება სამებიდან ზარის რეკვა და კრწანისში ამოსული ყაყაჩო. ტივზე მდგარი ყარაჩოღლის დინჯი ცეკვა კაეშანს, რომ თიხის თასში ჩაახრჩობს.
მომენატრა საქართველო ერთიანი, მყინვარიდან დანახული ჩარგალი. უშბის კალთას მოწყვეტილი, ფეთიანი, ენგური და პაპის ნამოსახლარი.
თუმცა ვხვდები ოცნება რომ გავაგრძელო სული იქნებ სხეულიდან გამექცეს. მოდით ყველამ, დანგრეული გავამთელოთ, და ვილოცოთ,\"მუხა\" რომ არ წაგვექცეს
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1129 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, lipo liparteliani, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|