Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - ჯესმიმა?! / lipo liparteliani - jesmima?! - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » ლიპო ლიპარტელიანი - ჯესმიმა?! / lipo liparteliani - jesmima?!


7:41 PM
ლიპო ლიპარტელიანი - ჯესმიმა?! / lipo liparteliani - jesmima?!


ჯესმიმა?! იძახდა, ბაბა მახვში
და ხმაში სიმტკიცე შერჩენოდა,
ქარებს რო დასდევდი, ფაფარაშლილს,
ვაჟური ულვაში შეგშვენოდა.

ჯესმიმა?! კვლავ ისმის გულსაკლავად.
შუბლზე,ნაოჭები დასჩენია,
უშბა წამოიგდო მოსასხამად.
სულ რაღაც წუთები დარჩენია.

ჯესმიმა?! მოგესმა, გამყინავი
და შენ კოშკის დაცვა ჩაგაბარა.
აქ სიკვდილიაო შენი ვალი,
ანდერძად მხოლოდ ეს დაგაბარა.

ჯესმიმა?! ჩურჩულით შენ მოგმართა,
ხმაში კი იმედი ემჩნეოდა.
ნუ შეგაშინოსო ხმალმა მტრისა....
და სული,სხეულს ერთმეოდა.

------------------------------------------------------
გათავდა, აღარ ისმის \"ჯესმიმა\"
მიწამ კი მზეს დაუთმო გლოვა
სვანეთი ასფალტგზება გამხდარა
და ნეტავ მახვში ისევ მოვა?

აქ არც ,დალის ტრფობა აღარ ახსოვთ,
აღარც, ხმალ-აბჯარის მოვლა.
ერთი მაქვს უფალო სათხოვარი,
მახვში კვლავ დაბადოს\" თოვლმა\"!
-------------------------------------------------------
ჯესმიმა-გესმის?(სვანური)
მახვში-იგივე ხევისბერი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1239 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, lipo liparteliani, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0