Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - გაფრენის სურვილი / lipo liparteliani - gafrenis survili - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » ლიპო ლიპარტელიანი - გაფრენის სურვილი / lipo liparteliani - gafrenis survili


7:44 PM
ლიპო ლიპარტელიანი - გაფრენის სურვილი / lipo liparteliani - gafrenis survili


ეჰ! როგორ ვგავარ ცის კიდესთან მიმწყდარ ტოროლას,
შველას, რომ ითხოვს და გადმოყრის ცრემლებს ორ-ორას.
ცის მიჯნაზე,რომ შეაშინებს ფრენის სიშორე
და ლაჩარივით, დაშვებული დარდს რომ იშორებს,
მერე რა, თუ კი ვერ გაფრინდა,გზა არის შორი
თვით არწივსაც, ხომ დააფრთხობდა ცის თაღთან ომი
და ამ ფიქრებში, უბრუნდება საკუთარ ბუდეს.
სადაც, ბალიშად გაგარინზე თხზულება უდევს.
როგორც აფთარი დაჭრილ ცხოველს, არ აძლევს შვებას,
ოცნება ისე, ამ დამფრთხალ გულს,გარშემო უვლის.
როგორც ამირანს, ვერ ჩაუცხრობს ყორანი ვნებას,
მეც, მისნაირად ვერ ვიოკებ აწყვეტის სურვილს.
და მაინც, ასეთ უიმედო ოცნებას ვირჩევ,
მეჩვენება, რომ ამ ოცნებად ღირდა სიცოცხლე.
ვიდრე თქვენსავით, ბანალურად, მიწაზე ვიჯდე
და უფალს ვთხოვდე (გევედრები, ლეში მიცოცხლე!)


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1203 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: khelovneba, ლიპო ლიპარტელიანი, ხელოვნება, leqsebi, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, lipo liparteliani, poezia, shemoqmedeba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0