Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - მამას / lipo liparteliani - mamas - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » ლიპო ლიპარტელიანი - მამას / lipo liparteliani - mamas


7:45 PM
ლიპო ლიპარტელიანი - მამას / lipo liparteliani - mamas


ისევ ჩვეულად მოვა მალე ნოემბერი და
ისევ ისეთი შავღრუბლება დღეები მელის.
იუბილე მაქვს იმ თვის ბოლოს ოცდამეოთხე,
შენს საფლავზე, ხომ მეთორმეტე ნაცრემლი წელი
მოაკაკუნებს,რომ სამძიმრად მოვიდე ისევ
და საფლავის ქვა გადავწმინდო დანამულ ხელით.
შენს ყველაზე დიდ ნაანდერძალს, რომ გავუფრთხილდე,
სიბინძურემ რომ არ გამომკრას კოჭებში ცელი,
უნდა მოვიდე და შეგიგრძნო უფრო ახლოდან.
დედაკაცებმა, კვლავ დაალბონ საფლავი ცრემლით.
თუმც მზეზე შორს ხარ, გულზე ახლოს მეგულები და
უშენობისგან, კაცობის ხეც გამხდარა ხმელი.
უნდა მოვიდე!მაგრამ არა ისევ ეულად.
შენს გასახარად მოვიყვანო პატარა \"მგელი\"
რომ აქედანვე შთავაგონოთ ბოროტის გმობა
და ვიცი ამ შენს მოსახელეს თუ როგორ ელი.
მოვალ დავიწყებ ისევ ისე შენთან საუბარს
და ძველებურად ვიბაასებთ სიჩუმით მწველით.
მაგრამ,ჩვენ უკვე გულახდილად ოღონდ სამივე
ამ ჩვენს შეხვედრას ცრემლიანი ღიმილით ველით.
ჩვენ მართლა მოვალთ!წელს თუ არა ვფიცავ გაისად
დამჭკნარ იებს რომ დაიტირებს ყვითელი ველი.
ჩვენ იქ ვიდგებით შენ დაისად, ჩვენ კი აისად
გაგვინათდება ჩვენ,მე და შენ,მესამით ბნელი.
ისევ ჩვეულად მოსდევს იმ თვეს ნოემბერი და
ჩვენ სხვანაირი,სიცილცრემლება დღეები გველის.
იუბილე გვაქვს ჩვენ ორივეს ლუწრიცხვიანი
და შენ პირველად,შვილიშვილთან პაემანს ელი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1192 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, lipo liparteliani, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0