Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - საუბარი სტუმართან, სვანეთის გზაზე / lipo liparteliani - saubari stumartan, svanetis gzaze - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » ლიპო ლიპარტელიანი - საუბარი სტუმართან, სვანეთის გზაზე / lipo liparteliani - saubari stumartan, svanetis gzaze


7:47 PM
ლიპო ლიპარტელიანი - საუბარი სტუმართან, სვანეთის გზაზე / lipo liparteliani - saubari stumartan, svanetis gzaze
სხეულში ,სისხლი სხვანაირად აქ იწყებს ქროლვას,
რომ მიადგები,ვიწრო კლდე-კარს და არის თოვა.
ცხენისწყლიდან რომ გაიგონებ,ფონგაშლილ გლოვას,
მაშინ,სვანური \"ლილეოს\" და ნაბიჯის დროა,

ნაბიჯის იქით,საიდანაც მოდის \"ლაშხური\",
წინ გეგებება ეს სვანეთი ვერდალაშქრული.
პირველ მასპინძლად დაგიხვდება \"ნაშამუარი\",
იცოდე მუხბე!რახის სმაზე არ თქვა უარი.

და ჩვენ აქედან, რახნასვამი მივყვეთ ხეობას.
მე დაგპირდები, არგანაგონ, უწყვეტ ღრეობას.
მაგრამ,ღრეობას, არა ბილწს და ჩვენთვის უმგვანოს,
ჩვენთან, ზრდილობას პურიტანი ჩიტი უგალობს.

მოდი ძმობილო,გავაგრძელოთ კუთხის გაცნობა.
ერთი იცოდე!არ შეშვენის,კაცს აქ ანცობა.
ეს კუშტი მთები,დღე და ღამე,მუდამ მელიან,
შენც მიგახვედრებ მათ გარეშე რარიგ ძნელია.

ოღონდ,ცოტა ხანს დამაცადე,განახო სრულად,
ჩემი სვანეთი და სვანური გიძგერდეს გულად.
ამ ხეობების,უბოროტო მზერა შეიგრძნო
და ნაკოშკარზე,ჯიხვის მწვადით წაგაქეიფო.

ნაბახუსევზე,მოგაწოდო მომჟავო წყალი,
შემდეგ კი,ხელის დასაბანად, მოვიხმო ქალი.
მერე სუფრასთან გამისინჯე,დათვის კუბდარი,
და ჭუნირს ხმას გაატანე ქალაქზე დარდი.

შემდეგ მოვახტეთ,შეკაზმულ და ნასუქარ ცხენებს,
გადავუფრინოთ, არჩვის ფლოქვით დატკეპნილ ველებს.
ეს მთელი ღამე გავათენოთ,ცეცხლთან კარავში
და დილით,ცხელი რძე დავლიოთ,როგორც მანავი.

მერე წავიდეთ სანადიროდ,მთაში \"ნალიშის\".
ეცადე,თავი მოაწონო \"დალის ქალიშვილს\".
შენ ამას შესძლებ და ნადავლით,დავბრუნდეთ სახლში.
მერე შავ მოზვრებს,გამოვაბამთ უღელზე მარხილს,

და წავალთ, თივის მოსატანად,მთასთან \"ჩეროში\",
იქვე კავ-ძუას წამოვაგებთ,თხილის ღეროზე.
დავიჭერთ კალმახს და შეგიწვავ,ბწკალზე თევზის მწვადს,
ბოლოს სუფრაზე,დაგლოცავენ როგორც მარჯვე ნადს.

და ეს მთელი თვე,გავატაროთ შრომა-ქეიფში.
მერე ვიცი რომ მთელ წელს გალევ,სვანეთზე ფიქრში.
გავა წელი და ისევ მოხვალ,ოღონდ უჩემოდ,
კვლავ მიადგები, \"მურის\" ხიდს, რომ დარდებს უშველო.

ერთი იცოდე!აქ ახლა ხარ მუხბე,სტუმარი.
არ მოგაკლებენ მასპინძლები,ზღაპრულ პურ-მარილს.
ჩვენ შეგიყვარეთ და მოგელით,გაშლილ ხელებით,
ყოველ წელიწადს,გვესტუმრე და მოგეფერებით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2216 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, lipo liparteliani, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0