Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - აფსუა ძმაო / lipo liparteliani - afsua dzmao - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » ლიპო ლიპარტელიანი - აფსუა ძმაო / lipo liparteliani - afsua dzmao


8:41 PM
ლიპო ლიპარტელიანი - აფსუა ძმაო / lipo liparteliani - afsua dzmao


შავ-თეთრ ნისლებში ჩაიწვერა მზე, სისხლისფერი.
შენს ხორც მიწაზე, სიმღერას ვერ გაიგებ ქართულ.
ზღვის პეიზაჟი მოუხატავს წითლად,ლუციფერს.
ბურთის თამაშში,აქ ვერ ნახავ ბიჭუნებს გართულს.

ჭრელ ჰორიზონტებს გადაუცვამთ,შავი ძაძები,
მე ჩვენ გამყოფად გადაჭიმულ, ეკლიან მავთულს
კბილით გადავღრღნი , სამშვდობოდ ყუნწში გავძვრები
და შენს ჭიშკართან, ვიღიღინებ აფხაზურ-ქართულს

აფსუა მუხბე!შევიკეროთ, საძმო ლაბადა
და თბილისიდან სოხუმამდე გავშალოთ სუფრა.
ცა ქართულ ქუდად დავიხუროთ,მიწა ნაბადად
დავიგოთ ქვეშ და კრძალვით ვთხოვოთ,შენდობა უფალს.

ცისფერ ტრამალებს,კვლავ გავუხსნათ ბაგე ღიმილით .
ტყვიის მაგივრად მე, რომ გესვრი მშვიდობის გუნდას,
მოდი გავკაფოთ,ღვარძლ-ეკალა საძმო ბილიკი,
ოღონდ, ფსოუს წყალს ჯიხვის რქიდან დავასკდე უნდა.

რომ გავასწორო, დაკლაკნილი ოდნავ ირიბი,
მტრის გულის ცემა, გაგრაში რომ გეახლო ურცხვად.
და აღარ გვინდა,თუ კაცი ხარ, ჩვენ ეს ქილიკი
წარსულის წყენა, ნუ გვაწვება ენაზე ბურთად.

მოვდივარ შენთან!დღეს მოვდივარ! დამიხვდი იქით,
ენგურს გადაღმა ჩაგიხუტებ,აფხაზო ძმაო!
ნელა კი არ, მოვაგელვებ ტაიჭს ჯირითით,
რომ შენთან ეთად დავიბრუნო ბებერი ტაო. .

ფერად ნისლებზე იწვერება, მზე ოქროსფერი,
ბებერ მიწაზე აფსუა, რომ იმღერებს ქართულს.
ზღვის პეიზაჟი,მოიხატა მშვიდობის ფერით.
სოხუმის ქუჩას მივუყვები ფიქრებში გართულს.

მერე კი ერთად დავამღერებთ აფხაზურ-ქართულს!

აფსუა ძმაო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1479 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, lipo liparteliani, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0