Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - ეცადე ჩემსავით დაუხვდე აღსასრულს / lipo liparteliani - ecade chemsavit daukhvde aghsasruls - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-22, 1:42 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - ეცადე ჩემსავით დაუხვდე აღსასრულს / lipo liparteliani - ecade chemsavit daukhvde aghsasruls


7:31 PM
ლიპო ლიპარტელიანი - ეცადე ჩემსავით დაუხვდე აღსასრულს / lipo liparteliani - ecade chemsavit daukhvde aghsasruls


ძნელია,როდესაც ქარებთან ჭიდილში შეხვდები ალიონს,
როდესაც ცის კართან,თითქმის არ ანათებს ეული ვარსკვლავი.
ამ ფერთ გასაყარზე დრომ იქნებ სიცოცხლე წამივით გალიოს
და ვეღარ ავაგო,მთის თავზე,ეგ ჩემი ნანატრი კარავი.

თუ ასე მეწერა,ასე თუ ინება ბედმა ეს ფინალი,
ვეცდები,ამაყად ჩვეული ღიმილით დავუხვდე,აღსასრულს.
ოხერი რომ მოვა ბილწი ხმის კანკალით,იკითხოს \"ვინ არის?\"
უბრალო გვარი აქვს და მეფურ ღიმილით,უღიმის დასასრულს.

მე გეტყვი მეფე ვარ,ოღონდ სისხლით არა,მეფური სული მაქვს.
ამ სულის სამეფოს იცოდე არააქვს სიკვდილო საზღვარი.
ღიმილის მიზეზი,ეს ხორცად ქცეული,ქვასავით გულია.
შენთვის სამასპინძლოდ სხეულში ვაშენე სიკეთის ტაძარი.

მიდი ჰე ლაჩარო,დავშორდეთ ერთმანეთს ასიოდ მეტრით და
დუელი გავმართოთ,სადაც მარცხის გემო ჯერ არ გაგიგია.
გიმიზნებ სიყვარულს,ძმობას მართალ კაცის და შენი ხელიდან
მოველი სიძულვილს,მაგრამ მკერდ საფარი აღარ დამიგია.

და აი დავმარცხდი.როგორ გაგიხარდა,განა ეს ძნელია?
ამ ლეშის სიკვდილმა ეს კუშტი ტირანი,როგორ გაგაცინა?
მაგრამ ეს იცოდე!მეფურ სულს ცის იქით,სულ სხვები ელიან.
შენ გქონდეს ფიტული,უსულო სხეული ჩემგან დასაცინად.

მე ასე,ამ სულის სილაღით ვაჯობე ბუმბერაზ არსებას.
ფრთაგაშლილ ფიქრების ამაყი ჭენებით,გავქუსლე შორეთში.
შენც თუ კი გიმზადებს, იგივეს ეს ჩვენი წყეული განგება.
სული ალამაზე,მაგ ლეშის გაპრანჭვას როგორმე მოეშვი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1109 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0