Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - კერტკვირტობა / lipo liparteliani - kertkvirtoba - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 8:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - კერტკვირტობა / lipo liparteliani - kertkvirtoba


7:33 PM
ლიპო ლიპარტელიანი - კერტკვირტობა / lipo liparteliani - kertkvirtoba


ჭადრის ხეებს გაუხუნდა საცვლები,
სადაცაა გაშიშვლებას აპირებს,
არ დათესო სიყვარულის მარცვლები,
მოთმინებით დაელოდე აპრილებს.
ნეკერჩხალსაც გამოუჩნდა კერტები,
ფოთლის გემი,მიადგება ნაპირებს.
არ იფიქრო ნაადრევად ბერდები
და სიყვითლის უგულობით დაღლილებს,
დაუცადე გაზაფხულებს შფოთიანს,
შეგარიგებთ შემოდგომით გაყრილებს.
კერტკვირტობას მოგილოცავს ლოთიანს
გაგიმწვანებს,ფოთლებს დაბლა დაყრილებს.
მაგრამ ახლა ელოდები ზამთარს და
გაშიშვლების გაყვითლება დაგცვივდა,
შემოდგომა როგორ მალე დამთავრდა.
ტოტებს ვერ გრძნობ,ისე ძლიერ აცივდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1025 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0