Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - სვანეთის ტკივილი / lipo liparteliani - svanetis tkivili - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - სვანეთის ტკივილი / lipo liparteliani - svanetis tkivili


7:50 PM
ლიპო ლიპარტელიანი - სვანეთის ტკივილი / lipo liparteliani - svanetis tkivili


მთებლამაზო,ხარ ორმოცი საუკუნის,
ამ მუხლმაგარ საქართველოს მესაზღვრე.
მუდამ იყავ ქუდის მოხდით ჩამუხლული,
ლოცულობდი შენი მიწის ბედ კარგზე.
ლილეთი და სვანურ ნანით გაგიზრდია
ვაჟკაცები,მირანგულას სადარი.
ზვიად მთებზე ძმობის ხიდი გაგიდია,
შენს ბეთქილებს,არ ჰყოლიათ ბადალი.
გიომია,დიდგორიდან- შამქორამდე
მარად იყავ საქართველოს მედროშე.
ბევრს ეგონა, ფრთაკალმებით ჩაგქოლავდნენ,
ეტრატებად შემოგდებდნენ ჭერხოზე.
ყველგან შლიდნენ,შენი მოდგმის ნაფეხურს და
შენი ჯიშის თავგანწირვას,არნახულს.
გიწუნებდნენ კაცურ სიტყვას გაბედულს და
ბრძოლის ველზე,მტერს მტერივით გალახულს.
დაგიხოცეს საარაკო მეომრები,
უმარილოდ ჩამოგკიდეს ჩიყვები.
არ იფიქრო სადმე კიდევ მეორდები,
ერთგულების აღთქმულ ბილიკს მიჰყვები.
ისტორიის ჯურღმულებში დაკარგულო
არ იდარდო,ყველაფერი გამოვა,
აპატიე,ჩაეხუტე საქართველოს
და ლილეც კი მზეზე მაღლა ამოვა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1094 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0