Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - ნეტავ ვინ ვარ? / lipo liparteliani - netav vin var? - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - ნეტავ ვინ ვარ? / lipo liparteliani - netav vin var?


7:53 PM
ლიპო ლიპარტელიანი - ნეტავ ვინ ვარ? / lipo liparteliani - netav vin var?


არ ვარ ორგული,არც ერთგულებს არ ვგავარ ქცევით,
არ მაქვს ნამუსი,ულვაშიც მაქვს და ცოტა წვერიც.
ვარ პურიტანი,თან უხამსად ვაგინებ ყველას,
ჭირთამთმენი ვარ,ყოველ წამს კი მოვითხოვ შველას.
მიყვარს სამყარო და ვერ ვიტან ადამის მოდგმას,
ვარ აზრიანი,თან ვერ ვიშლი უაზრო ბოდვას.
არ ვარ პოეტი,თან ლექსებს ვწერ,თან მინდა ვიყო.
ცბიერი ვარ და მეძახიან:ბოთეს და ბრიყვოს.
ურჯულო ვარ და დაწოლის წინ ვლოცულობ ღამით,
ტვინი არ მაქვს და ნეტავ ,რატომ მისკდება თავი.
ფრთები არ მაქვს თან გამუდმებით დავფრინავ ცაში,
საერთოდ არ ვჭამ,ნეტავ რატომ მეზრდება ფაშვი.
სულ დავიბენი,დავიკარგე,საერთოდ ვინ ვარ?
ნეტავ საიდან გავიგონე ოხვრა და გმინვა?
ეს მე ვარ ალბათ,ან მეორე მემ დამიძახა
-მიწა იყავ და აჰა ხედავ?ისევ მიწა ხარ.
არც ჭკვიანი ვარ ,არც უჭკუო,არც მადლიერი,
არც უმადური,არც სუსტი და არცა ძლიერი.
ერთი უბრალო წერტილი ვარ მრავალწერტილის...
ალბათ ჩემს გამო სულ არავინ,არავინ ტირის.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1094 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0