Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - სისუფთავიდან-სანაგვემდე ანუ დიდობაში გაცვლილი ბავშვობა / lipo liparteliani - sisuftavidan-sanagvemde anu didobashi gacv - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 9:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - სისუფთავიდან-სანაგვემდე ანუ დიდობაში გაცვლილი ბავშვობა / lipo liparteliani - sisuftavidan-sanagvemde anu didobashi gacv


7:54 PM
ლიპო ლიპარტელიანი - სისუფთავიდან-სანაგვემდე ანუ დიდობაში გაცვლილი ბავშვობა / lipo liparteliani - sisuftavidan-sanagvemde anu didobashi gacv


მაშინ ავდარიც გვახარებდა,მადლს თოვდა ზეცა,
უმანკო სულებს ვატარებდით მომცრო სხეულით,
მაგრამ უეცრად,გადიდების სურვილი გვეცა
და ჩვენც დავჯღაბნეთ,ეს ბავშვობის სუფთა რვეული.
ნაზ,ბავშვურ სულში,წვეთ-წვეთობით ვიპკურეთ შური,
სულ ერთი ციცქნა, ბოროტების მარცვალი ვთესეთ,
ის კი გამრავლდა,აზრს მოედო როგორაც წყლული
და ჩვენც უტიფრად,ზარ-ზეიმით მივაწყდით მესერს.
მესერს აგებულს,სიკეთეს და სიძულვილ შორის,
ვუმსხვრევდით კარებს, ვესწრაფვოდი საზღვრების რღვევას,
ზღაპრების მსგავსად ,ყოველივე გვეგონა ჭორი
და გვჯეროდა, რომ მესერს იქით ვპოვებდით შვებას.
როცა დავლეწეთ ეს საზღვარი,როცა სულ მოვსპეთ,
გავაქრეთ მისი არსებობის ყველა ნიშანი .
ხელებში შეგვრჩა სიბინძურე,სუყველა მოძმე
სადღაც გაგვექცა,მკერდში დაგვრჩა გული მშიშარის.
ბავშვურ სილაღეს ვანაცვალეთ,მყრალი ჭაობი
და შევეფეთეთ პირდაფჩენილ,მშიერ სამყაროს,
მორყეულ აკვნებს ნელ-ნელა ჭამს ხავსი და ობი,
დიდობას უნდა, რომ სინდისი სულ მთლად აგვყაროს,
რომ უმოწყალოდ,დაუნდობლად ვგესლავდეთ ძმობილს,
მერე სისხლნაბან ხელით ვთხრიდეთ მიწას აყალოს
და დაგვარწმუნოს,რომ არ ღირდა დანგრევა ღობის,
შემდეგ იმ თხრილში საკუთარი ძვლები ჩავყაროთ.
ჩვენ დიდობანას ვთამაშობდით, დრო გადიოდა,
ლურჯი ცა წითელ საღებავით გავაფერადეთ,
ვნატრობ იმ წამებს,მზეთვალებით რომ დადიოდა
ჩემი ბავშვობა,ზღვის ფსკერიდან-მიწის ჭერამდე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 984 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0