Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - შეგონება / lipo liparteliani - shegoneba - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - შეგონება / lipo liparteliani - shegoneba


7:58 PM
ლიპო ლიპარტელიანი - შეგონება / lipo liparteliani - shegoneba


დინჯად იარე და არ დააგვიანო,ფრთები არ გაშალო ადრე,
სიცოცხლის გორაკი რომ გადაიარო,უნდა ილოცოო პადრემ.
მადლი აკეთე და აღარ დაელოდო უკან დაბრუნებას ციდან,
ზურგზე მოიკიდე შენი წილი ლოდი და გზა ასე განვლე წმინდად,
ყველა აზვირთებას უკან მოიტოვებ,იმღერებ როგორაც გინდა,
ოღონდ ბოროტება სადმე მოისროლე,სიკეთე აკეთე ციდა.
ნუღარ გაკანკალებს თვალებ ნამიანო,მალე გადაივლის ქარი,
ღმერთი მოგდგომია კარს ადამიანო,აღარ გამოხურო კარი,
სული ასუფთავე,ციდან ჩამძახოდა ტკბილი მელოდია ქნარის,
ხორცი სიბინძურეს მაინც ესწრაფოდა,ხორცი ხომ გახრწნადი არის,
გვარი არ შეგირცხვეს შე გვარმადლიანო,ეშმას არ დაუდო ზავი,
რაც უნდა ისაქნას,ვერ დაგაზიანოს,შენც არ დაუხარო თავი,
ვილოცოთ დღე და ღამ,ღვთის თანაზიარნო,ქართულო ერო და ბერო,
გავმრავლდეთ,გვიყვარდეს დიდებით ვიაროთ,შენ კი გეშინოდეს მტერო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1333 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0