Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - გაუმარჯოს / lipo liparteliani - gaumarjos - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - გაუმარჯოს / lipo liparteliani - gaumarjos


8:01 PM
ლიპო ლიპარტელიანი - გაუმარჯოს / lipo liparteliani - gaumarjos


მოდი უშიშრად ნათქვამ სიტყვას გაუმარჯოს და
დიდება იმათ,სამშობლოსთვის ანთებულ თვალებს.
ზოგი, ამ თვალთა ელვარებით უკვე გაოცდა.
სხვებს გააკვირვებს მათი ალი ,უთუოდ მალე.
მოდი,ძარღვებში აზვირთებულ,სისხლს გაუმარჯოს.
რომ მიაწყდება მეწყერივით,სხეულის კიდეს.
იქნებ, თაობას არასოდეს არ გავიაროს
ამ სისხლის ზვავმა და ვამსხვრევდეთ,უტიფრად ხიდებს.
ხიდებს გადებულ უზნეობად და უგულობად.
ბურჯებს ნაშენებს უცოდველთა თავის ქალებით.
მოაჯირებად შემოწყობილ უბედურებას,
მალე ვიხილავთ მიმოფანტულს,სისხლით დალეწილს.
მოდი ქართულად აძგერებულ გულისცემას და
არა მონურად დაბლა დახრილ ღვთისთვის თავების,
იყოს დიდება,გამარჯვება გვქონდეს დევიზად,
აღარ ეხუროს ჩვენს ქვეყანას ქუდად ჩალები.
მოდი ძილიდან გამოსვლასაც დღეს გაუმარჯოს!
რომ დავუმსხვრიოთ შარლატანებს წელის მალები.
მთელი ქართული ენერგია რომც დაიხარჯოს,
ვერ შეგვაშინებს ტკივილები ხორცის წვალების.
და გაუმარჯოს!ჩვენს სამშობლოს,ლამაძს,ერთიანს.
ვეღარ ახშობდეს თვალთახედვას,ქვიშის ქარები.
ხელი ჩამკიდე,ერთმანეთს ხომ ასე ერთვიან,
რუდ მიმავალი,საბობოქრე სისხლის ჯარები.
იცი?ამ სისხლის ნაკადულებს,ერთად შეყრილებს,
მდინარედ ქცეულს,გადარჩენის ძალა აქვს დიდი.
ეს თუ შევძელით,მერე ვნახავთ გულში დაჭრილებს,
ქვეყნის მაქცევართ,გაიყოლებს მათივე \"ხიდი\".

ერთი თხოვნა მაქვს,ყველა თხოვნის თხოვნაზე დიდი,
რომ არ გაჩერდე,გამარჯვებით ფინიშთან მიდი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1096 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0