Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - სამშობლოს / lipo liparteliani - samshoblos - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - სამშობლოს / lipo liparteliani - samshoblos


8:02 PM
ლიპო ლიპარტელიანი - სამშობლოს / lipo liparteliani - samshoblos


უსმინე, მღერიან სვანები ლილეოს,
მთებს ასდით სურნელი გაშლილი ყვავილის.
ამ ქვეყნად კაცობა თუ გამოილიოს,
არწივი შეშინდეს ჭილყვავის ჩხავილით,
აქ მთებში ეძები ბიჭები საჯიშე,
ხეობებს ანიშნე,სამშობლოს ტკივილი.
მავანი,ჩვენ სვანეთს ვერ გადააჯიშებს.
ეშმასაც დააფრთხობს ცხენისწყლის ყვირილი.
სიცოცხლის ხმაური აქ ისევ ხმაურობს.
დამტვერილ სატვინეს ენგური გარეცხავს,
აქ ჭიაკოკონობ და აულმაულობ
არააქვს მნიშვნელი,თუ რომელ მხარეს ხარ,
ზემო თუ ქვემოში,სეტში ან საყდარში
ერთი გვაქვს ოცნება,საერთო მიზანი:
გიჩრდილოთ დარში და გაგაშროთ ავდარში,
ჭირშიაც,ლხინშიაც მოყვარედ გვიცანი.
ღმერთისგან საჩუქრად,უმაღლეს მისიად
გვერგუნა,ზურგიდან დაგიცვათ,დაგფაროთ.
შენ იღონდ დაგჭირდეს,ეს ხორცი მისია
რომ შენი გულისთვის მიწაში ჩავყაროთ.
შენ ოღონდ დაგჭირდეს,
ჩვენ ფერხულს დავუვლით,
მტერს გულში ელვად და
ტყვიებად გავუვლით.

შენ ოღონდ დაგჭირდეს,
შენ ოღონდ დაგჭირდეს,
შენ ოღონდ დაგჭირდეს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1108 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0