Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - ჯერ არდაბადებულ მარიამს / lipo liparteliani - jer ar dabadebul mariams - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - ჯერ არდაბადებულ მარიამს / lipo liparteliani - jer ar dabadebul mariams


8:03 PM
ლიპო ლიპარტელიანი - ჯერ არდაბადებულ მარიამს / lipo liparteliani - jer ar dabadebul mariams


აქ ჯერ ისევ უსაშველო ქარია,
ვერ მოძებნა მზემ ღრუბლებში დარაბა.
შენ კი გძინავს პაწაწინა მარიამ,
აქედანვე, მამას მეტიჩარა ხარ.
დროის ათვლას ,უკუჩათვლა ვარჩიე,
ორ თვეს ვაკლებ ყოველ წუთს და მეასედს,
ვვარაუდობ,ვგევარ სულელ მარჩიელს,
ნუთუ მართლა ვიმსახურებ მე ასეთ
დიად ძღვენს და ენით უთქმელ სიხარულს?
ფრთების გაშლას,თავაწყვეტით ჭენებას.
ერთი ვიცი,მინდა შენ რომ იხარო,
დაე იყოს როგორც უფალს ენებოს.

მოვა მარტი,გაიშლება კვირტი და
შენს თვალებში განახლდება სამყარო.
მზეც დარაბას გამოაღებს ბინდიდან
და ტირილით გვამცნობ,უკვე აქ ვარო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1255 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0