Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - მოდის ხეიბარი გაზაფხული / lipo liparteliani - modi kheibari gazafkhuli - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - მოდის ხეიბარი გაზაფხული / lipo liparteliani - modi kheibari gazafkhuli


8:08 PM
ლიპო ლიპარტელიანი - მოდის ხეიბარი გაზაფხული / lipo liparteliani - modi kheibari gazafkhuli


მოდის ხეიბარი გაზაფხული,
ახალ გულისტკივილს გვიქადის.
ფიქრი მოლოდინითთ დაზაფრული
სულ გამიგიჟდება იქამდის,
სანამ მოეთრევა მარტიანი
თავის ნასესხები ავდრებით.
მანამდე ვიქნები დარდიანი,
სანამ მე და თოვლი დავდნებით.
ალბათ კვლავ ეცდება ჩაგვითრიოს
ფერად კოკრებში და კვირტებში.
ვფიქრობ მოგაკითხავთ საიქიოს,
მელოდეთ,ნუ შემიშინდებით.
მაგრამ,ახლა ისევ ზამთარია,
ისევ თეთრ ფანტელებს მოველი,
გული ფიფქებივით დამფრთხალია
და ისევ აშინებს, ყოველი
მერცხლის გულსაკლავი წივილი და
ღრუბელდაფრენილი ცისკარი.
კახპა გაზაფხულის ღიმილიდან
სხვას რას მოველოდე მითხარი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1235 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0