Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - პაწაწინა მარიამს / lipo liparteliani - patsatsina mariams - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - პაწაწინა მარიამს / lipo liparteliani - patsatsina mariams


8:21 PM
ლიპო ლიპარტელიანი - პაწაწინა მარიამს / lipo liparteliani - patsatsina mariams


აქსიომაა,დაღმართს შემდეგ აღმართი მოსდევს.
მე ეგ დაღმართი ჩავიარე უკვე ბოლომდე,
ახლა კი დროა,აღმა ავყვე გუშინდელ მომსვლელს.
(სხვას შეიძლება სამოთხეშიც არ გავყოლოდი)
ორი დღისაა,გუშინდელი სტუმარი ჩემი.
ორი კაცი ვარ დღეის იქით,გულიც გადიდდა.
შენ გიხაროდეს მოყვარევ და ატირდეს მტერი.
მე ვბედნიერობ ,რადგან უკვე აღარ ბადრდნის და
შავი ღრუბლებიც დაფანტულან,თეთრად არიან.
ყველა მოქიშპე გამიწბილდა,ბოღმისგან სდუმან.
საოცრებაა,სასწაული,როცა ქარიან,
როცა წვიმიან,ბნელ ღამეში ინათებს უმალ.
სასწაულია,მა რა არის, უეცრად როცა
ავდარში თვალებს გაახელ და უკვე დარია,
შენ ღვთისმშობელო შეიწყნარე, ეს მამის ლოცვა
და მოწყალებით მოახურე, ციცქნა მარიამს
ეგ წმინდა კალთა,მოსახელე რადგან შენია.
მუდამ ფარავდე ,რადგან დიდხანს უნდა იაროს.
მე გულგაღეღილ ლოცვის გარდა რა დამრჩენია?!
ბედის დოლაბი სულ წაღმა, რომ დაატრიალო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1136 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0