Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - 9 აპრილი / lipo liparteliani - 9 aprili - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - 9 აპრილი / lipo liparteliani - 9 aprili


8:22 PM
ლიპო ლიპარტელიანი - 9 აპრილი / lipo liparteliani - 9 aprili


იყო დაცემის,ის დღე იყო მაშინ გმირობის.
აპრილის სუსხი ადუღებდა ერთობის დილას.
იდგნენ გვერდიგვერდ,იდგნენ ზღვარზე გადაღლილობის.
მამულის გმინვა მათ შეიგრძნეს საკუთარ ჭირად.
ისინი იდგნენ,გულჩაბღუჯულ ხელებით მაღლა
და მათი სული დაეჯიჯგნა უცხო დილემას,
თავისუფლებას ჯერაც უცხოს,ან მონის დამღას,
საკმაოდ ჰქონდათ მაგ მონობის გამოცდილება.
წყვდიადი ღამე უეცარმა ელვამ გაკვესა,
სანთლების ზღვაში ჩაიძირა,ქუჩა რუსთველის.
რაც შიში ჰქონდათ,ერთმანეთში წვრილ-წვრილ გაყვეს და
მტკვარს გაატანეს,ვით სიზმარი კაცთან უთქმელი.
ქაშუეთის ზარებს თან ერთვოდა ტანკის გრიალი
და საქართველო მოელოდა,ზღაპრულ გმირობას.
ეშმა ხარობდა ამ იქორებრ სისხლის თქრიალით,
ქართველს რომ დიდხანს გაჰყვებოდა მტკივან ჭრილობად.
და დაიშალა ბარმახვილით სანთლის აქცია.
მას შემდეგ უკვე ოცდასამი წელი გამოხდა.
იმ დღემ \"გრუზია\" საქართველოდ გადააქცია,
იმ დღეს ქართველმა ჩააბარა სისხლით გამოცდა.
დღეა დაცემის,დღევანდელი დღეა გმირობის,
ახლა ტიტებმა გააწითლეს აპრილის დილა.
რა მნიშვნელი აქვს ვიხოცებით აბა ვინ როდის.
თუ საქართველო მათნაირად ჩვენაც არ გვტკივა.

დღეა დაცემის,თანაც დღეა დიდი გმირობის
დრეს ისევ ისე, როგორც მაშინ 9 აპრილია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1331 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0