Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - მთაში დასახლება მინდა / lipo liparteliani - mtashi dasakhleba minda - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - მთაში დასახლება მინდა / lipo liparteliani - mtashi dasakhleba minda


8:25 PM
ლიპო ლიპარტელიანი - მთაში დასახლება მინდა / lipo liparteliani - mtashi dasakhleba minda


წვიმაა,ქალაქი ნაფეხურს ირეცხავს,
წიხლნაკრავ სილურჯეს ირჩენს.
მარტია,თეთრგულა მერცხალმაც იმერცხლა,
ბუდისთვის შენობას ირჩევს.
ასფალტზე აგროვებს ნაწვიმარ ტალახს და
ვაი რომ არ არის მიწა.
სოფლად ეკლესიაც კი აგვიბალახდა,
ჭრიჭინა ნასახლარს იცავს.
ჭერი ჩამოიქცა,ძაღლი გაიტრუნა,
ქალაქში გამორბის ყველა.
შენ რა დააშავე სტუმარო ჩიტუნავ,
სოფელს თუ სჭირდება შველა?!
მალე გაიცლება სულელი ზაფხულიც,
დროა გამგებელი ყოვლის.
ზამთარს ელოდება,ოდა დაზაფრული,
კერას გაუთეთრებს თოვლი.
სულს ღაფავს,ინგრევა უკაცო სოფელი,
თოფებს მოენატრათ ტყვია.
მოდაა ასეთი რომ ეკალმოფენილ
საფლავსაც,შედევრი ჰქვია.
წვიმაა,ქალაქი იარას იშუშებს.
იქ მთებში შავდება ღელე.
ქალაქი მერცხალსაც როგორმე იგუებს,
სოფელს რაღა დარჩეს მერე?!
რჩება მოლოდინი,კაცის და ფანტელის,
მომავალს გაჰყურებს ფინთად.
თუ ქალაქს მოვირჩენ,ამ მძორებგატენილს,
მთაში დასახლება მინდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1147 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0