Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - გუგუნებს ენგური / lipo liparteliani - gugunebs enguri - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 9:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - გუგუნებს ენგური / lipo liparteliani - gugunebs enguri


8:31 PM
ლიპო ლიპარტელიანი - გუგუნებს ენგური / lipo liparteliani - gugunebs enguri


გუგუნებს,დღესაც ხომ გუგუნებს ენგური.
დღესაც, ხომ მგლის ყმულილს ბანს აძლევს შხარა.
მე წარსულს პატარა ბავშვივით ვემდური
და მაინც მიყვარხარ,შევრიგდეთ,კმარა.
ვმერით და ვლექსაობთ,მუდამ ამაყები.
შენზე ვუმღერივართ სვანები ლილეს.
დაღლილან ლოდინით,ჩვენი სამარხები,
სიკვდილიც გვაცინებს,თეთნულდის შვილებს.
ნისლია,ხვალ ალბათ იქნება ავდარი,
მაგ წვიმამ,იქნებ კიდეც გაგვახელოს.
შენ ნუ გეშინია,სვანი თავს არ დახრის,
სვანების ნამუსი ხარ საქართველო.
შრიალებ,ქართულად,ამაყად შრიალებს,
გოლდაშში,სგიმერში,ნალიშში მუხა.
დღეს მთელი სამყარო უკუღმა ტრიალებს,
ჩვენ წაღმა ვიბრუნებთ,დამფრთხალი ნუ ხარ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1222 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0