მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - დაიხსომე პატარავ! / lipo liparteliani - daikhsome patarav!
8:33 PM ლიპო ლიპარტელიანი - დაიხსომე პატარავ! / lipo liparteliani - daikhsome patarav!
ლეშის სუნი აუდით არაფრისფერ ქალაქებს, ფუთფუთებენ მატლები, თავაწყვეტით ღრეობენ.
მე მთის სურნელს მივტირი, ამწვანებულ ბალახებს, კლდეს გადმომდგარ არჩვებით დამშვენებულ ხეობებს.
აქ ქალაქში,ზეცაც კი არის ისე უფერო, როგორც მთავარ პროსპექტზე ჩამომდგარი ჭადრები.
გეხვეწები პატარავ არავის დაუჯერო აქ და ვერცხლის მონეტებს, თუ არ დაეხარბები
მთა შვილივით მიგიღებს, კალთას გადმოგაფარებს, ჩახუტება სჩვევია სუნთქვა გაგიჭირდება.
ცისარტყელა თვალები აქვთ იქაურ პატარებს, ცა მაშინაც ლურჯია, როცა ჩამობნელდება.
ერთად დგომის შემყურე მტერი გასულელდება, გულის პურად გაყოფა იქაურთა წესია,
დრო ისეთი სუსტია არავინ არ ბერდება და იქ მხოლოდ ქრისტეა, ერთადერთი მესია.
წყაროსავით იცხოვრე, სვანურ ქუდის იმედად, მოუხდელად გეხუროს ეგ ნამუსი პატარავ,
მერე რა,თი იღბალმა ყველა ვერ გაიმეტა მთაში გასალაღებლად და სხვა გზებით ატარა.
შენ გვარივით გერგება, იქაურთა სამოთხე, სადაც უნდა მიხვიდე ყველგან შენი სახლია.
მე ანდერძად გიტოვებ ღრუბლებისგან დაორთქლილ იმ მწყვერვალზე დამმარხე არვინ რომ მარხია!
დაიხსომე პატარავ!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1117 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|