Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - ჩვენ ხომ ერთმანეთს გულებით ავცდით / lipo liparteliani - chven khom ertmanets gulebit avcdit - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - ჩვენ ხომ ერთმანეთს გულებით ავცდით / lipo liparteliani - chven khom ertmanets gulebit avcdit


8:34 PM
ლიპო ლიპარტელიანი - ჩვენ ხომ ერთმანეთს გულებით ავცდით / lipo liparteliani - chven khom ertmanets gulebit avcdit


ღრუბლების ჯარში თუ ზღვადაზღვა დაგეძებ ჩემო,
მაგრამ ვაი რომ ჩვენ სხვადასხვა ბილიკებს ვთელავთ.
ფერმკრთალ იმედად დამრჩენია ლექსები ვწერო,
ღვინოს მივანდო განწირული ოცნების შველა.
ოპტიმისტობას ვეღარ ვიშლი,შემყურე დილის,
მზის და ზღვის მორცხვი პაემანი მაოცებს რადგან.
ეს ჩემი ლანდი სულ დამცილდა, თავისთვის ტირის,
ღამით ვპოულობ,თავისნაირ სამიოდ მთვრალთან,
შენს ლანდს დაეძებს,შენიც ალბათ დაეძებს ჩემსას,
(სასაცილოა,რომ ერთმანეთს ლანდებით დავსდევთ)
მე გავეცლები მოკლე ხანში,ერსაც და ბვერსაც
და საბოლოოდ ამ ჩემს აჩრდილს მიწაში ჩავდებ.
მანამდე დრო და მაინც დრო ჰქვია ამ დროსაც,
იცი?არ მინდა სულ არაფრის,არაფრის წერა.
ვისზე დავწერო?შენ ხომ ახლა ისე სანდო ხარ,
როგორც გრიგალში,თავფაფახა ბაბუაწვერა.
ღრუბლების ჯარში,თუ ზღვადაზღვა გეძებდი ჩემო,
მაგრამ ვაი რომ ჩვენ ერთმანეთს გულებით ავცდით.
შენ შენმა ქ(მ)არმა გაგიყოლა და გულისცემა
სულ ახლოს მესმის,მას რაც იყო ვერავინ წაშლის.

ჩვენ ხომ დღეს გულით დაშორებულ ბილიკებს ვთელავთ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1135 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0