Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - ბაბა უგულობა გრძნობებს ამახვილებს / lipo liparteliani - bsbs uguloba grdznobebs amakhvilebs - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - ბაბა უგულობა გრძნობებს ამახვილებს / lipo liparteliani - bsbs uguloba grdznobebs amakhvilebs


8:37 PM
ლიპო ლიპარტელიანი - ბაბა უგულობა გრძნობებს ამახვილებს / lipo liparteliani - bsbs uguloba grdznobebs amakhvilebs


ბაბა,უხალხობა სმენას ამახვილებს,
მთაში აცივდაო,მითხრეს სხვათაშორის.
მთვარე ემსგავსება ნაცვეთ ნამარხილევს?
ნისლის ჯარებია ბებერ მთათა შორის?
კარავთ სოფლებიდან დარჩა ორიოდე
ყარის კარავიო,ვიცი მენდურიან,
ოხ ეს დალოცვილი როგორ შორია და
ასჯერ მიგდებული მაინც ერთგულია.
ბაბა მომიყევი,ჩემი ბინულები
ისე მაგიურად თუღა რაკრაკებენ,
(ახლა ეს ფიქრები სევდას მინულებენ)
ვიცი თეთრი ქუდით დგანან ახმახები,
ჩემი თოვლისქუდა დინჯი რაინდები,
აქეთ თეთნულდი და იქით აწოლირი,
დგანან ბურჯებივით,ხიდიც გაიდება,
როცა ნისლებია ტბორად გაწოლილი.
ბაბა არ მითხრა,რომ თავებ დახრილია
მათგან რომელიმე ჟამმა შეაშინა.
გახსოვს მასწავლიდი,ხალხი ნახირია
და რომ ღმერთმა მხოლოდ ხორცი შეარჩინა.
ასე უსულოა ბაბა დედამიწა,
(შენ არ გესწავლება ჩემგან არაფერი,
ღმერთმა საპატრონოდ შვილი მამას მისცა,
მაგრამ შენ იყავი ხშირად მამაჩემი)
ბაბა უგულობა გრძნობებს ამახვილებს,
მთაში აცივდაო მითხრეს სხვათაშორის.
მთვარე ჩემთანაც ჰგავს ნაცვეთ ნამარხილევს,
მაგრამ ნისლების ზღვა,არ ჩანს მთათა შორის.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1392 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0