Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - მე დავეძებ / lipo liparteliani - me davedzeb - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - მე დავეძებ / lipo liparteliani - me davedzeb


8:38 PM
ლიპო ლიპარტელიანი - მე დავეძებ / lipo liparteliani - me davedzeb


მე დავეძებ ქალაქში ნათელ ქუჩებს კი არა
ლამპიონთა ხეივანს,ბავშვებისგან ჩამსხვრეულს.
ნეტავ რისი ბრალია,თითქოს გადამიარა
გაბრაზებამ,სიგიჟემ,ავღიღინდი და ჩვეულ
მელოდიას ვღიღინებ,მელოდიას სიჩუმის
და ნაბიჯის წკარუნით მყვება ქუჩის ორკესტრი,
რაღაც იმქვეყნიური ჩამსისინებს,ბიჭუნი
რატომ გაჩუმებულხარ,აბა შენი პროტესტი?!
მე დავეძებ ყოველთვის ,უკაცრიელ მიდამოს,
ხასიათი რეალურ ფაქტებს ეთავისება,
მინდა თოვა დაიწყოს და არ გამოიდაროს,
მაგრამ თურმე დარია დედამიწის თვისება.
დრო სეირნობს თავისთვის,უდარდელად,მარტივად,
განწყობა კი პირველად კალაპოტში ბრუნდება.
მე სიყვარულს მივიჩნევ ამ მზის ალტერნატივად,
ცაზე ჩემი გული ძგერს და ნელ-ნელა ხუნდება.
მე დავეძებ ქლაქში,ქანცგაწყვეტილ სიჩუმეს,
ღამეა და სამყაროს მაჯისცემა ნოლია.
თვითმკვლელობა პროტესტი,ბრავო იმ მზებიჭუნებს
გულზე გაბრაზებულნი,მე რომ გამომყოლიან.

ჩვენ დავეძებთ მიწაზე,ჩამქრალ გულებს კი არა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1108 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0