Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - ვიაროთ ასე / lipo liparteliani - viarot ase - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - ვიაროთ ასე / lipo liparteliani - viarot ase


8:39 PM
ლიპო ლიპარტელიანი - ვიაროთ ასე / lipo liparteliani - viarot ase


რა დრო გავიდა მას შემდეგ და მე და შენ ჯერაც,
ჩვენი გულებით დახატული სიზმრების გვჯერა,
ყველა გახუნდა,ღამე გაცვდა თვალს და ხელს შუა,
მაგრამ ჩვენ მაინც ვერაფერმა გვასწავლა ჭკუა,
მოვდივართ ერთად და მანამდე ვივლით მხარი-მხარ,
გვერდით დაბმული ემსგავსება სანამ ხარი-ხარს.
სხვამ არ იდარდოს,ჩვენს სმაყაროს არააქვს ღრიჭო,
ჩვენში ეტევა დედამიწაც და თვით მზეც ფიჩო.
ჩვენი ბრალია,ცოტაც სხვისი რომავართ ასე
ბედუკუღმართნი,მაგრამ მაინც ღიმილით სავსე,
მე ვერასოდეს შეველევი,ღამის ბორიალს,
რადგან თვალებმა(მაგ თვალებმა) ამიყოლია
და როცა გძინავს,მაშინ ცაზე ორი მთვარეა,
თავად ვიპოვე არავისთვის მომიპარია.
მავანი იტყვის ლექსის წერას უნდაო ნიჭი,
მე თუ მკითხავენ,უნდა მხოლოდ გოგო და ბიჭი,
გოგო და ბიჭი,ახდენილი ცისფერ ოცნებად,
ზღვისფერ თვალებით,უნებლიედ რომ გეკოცნება
ყველა საღამოს ,თუ გინდ დილით,ან და შუადღეს
და ბედნიერობ თუ დახვედი მაგათ ჭკუამდე.
გაუაზრებლად,ინსტიქტურად სიკეთე ვთესოთ,
ქვაზე რომ დახვდეთ მარიამს და მაიმუნ ბესოს.
მეუბნებოდნენ ბავშვობაში,სიცილის მერე...
მადლობა ღმერთს რომ სიჯიუტით არ დავიჯერე,
ბევრმა სიცილმა,უფრო მეტი ცრემლი იცისო
და მგლის ხახაა განაჩენი ცელქი კვიცისო.
ბევრი ვიცრემლეთ ყმაწვილებმა და დღეს ღიმილი
დახტის ბაგეზე თვალებშიღა შეგვრჩა ტკივილი.
ვიაროთ ჩემო,მშვიდად გავყვეთ შარას მხარი-მხარ...
ჩვენ გავხდით ერთხორც,ერთსულ,ერთგულ და მიხარიხარ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1311 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0