Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - ჩემში ზამთარია / lipo liparteliani - chemshi zamtaria - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - ჩემში ზამთარია / lipo liparteliani - chemshi zamtaria


8:40 PM
ლიპო ლიპარტელიანი - ჩემში ზამთარია / lipo liparteliani - chemshi zamtaria


გრძნობებს ეპარებათ ფონად დეკემბერი,
გარეთ ამინდებმა მკვეთრად აურია,
მხოლოდ ერთი მინდა,ნეტავ არაფერი
აღარ მახსოვდეს და როცა ხმაურიან
ქალაქს გავეცლები,ვეღარ გავიხსენო
ის,რაც დედამიწამ მსჯავრად მომისაჯა,
მართლა დავიღალე ,მინდა მოვისვენო.
ტაში ამ ცხოვრებას,რადგან გაიმარჯვა.
დიდი ოვაცია ყველა \"სამართლიანს\"
ყველა \"უმწიკლოა\" ყველა \"ქალწულია\"
ნეტავ შემეძლოს რომ სადმე წავეთრიო,
მაგრამ გალაქტიკაც \"ვადაგასულია\".
როგორ ავირიე,ყველა შევიძულე,
უკვე ლექსებზეც კი გული ავიყარე.
ყველა ღია კარი ისე გავიხურე
ვეღარ გავბრუნდები,როგორ დავიღალე!
თითქმის ზამთარია,მალე ჩამობარდნის,
მალე გაათეთრებს თოვლი არემარეს.
ვზივარ ფანჯარასთან და თუ ჩამოვვარდი,
ანუ თუ მოვკვდი და ისე გავიპარე,
მგონი არაუშავს,თქვენ ნუ შეწუხდებით,
რადგან სიკვდილია ბედის ირონია.
მე კი ამ სამყაროს ვეღარ მოვუხდები
რადგან ამინდიდან გამომდინარეა
ყველა სუიციდი,ჩემში შინაგანად
ცივი ჰავაა და ბარდნის უთავბოლოდ.
სანამ თვითმკვლელობის მიზეზს მივაგნებდე
ყავას სიგარეტი უნდა მივაყოლო.

ჩემში ზამთარია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1203 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0