Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - ჩვენი ბავშვობა / lipo liparteliani - chveni bavshvoba - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - ჩვენი ბავშვობა / lipo liparteliani - chveni bavshvoba


8:42 PM
ლიპო ლიპარტელიანი - ჩვენი ბავშვობა / lipo liparteliani - chveni bavshvoba


ჩვენი ბავშვობა იწყებოდა მზიანი დილით
და მერე,დიდხანს გრძელდებოდა უფერო მერხთან
ჯდომა,რომელიც იმ დროისთვის გვეგონა \"ჭირი\"
სინამდვილეში,თურმე იმ დროს \"სიცოცხლე\"ერქვა.
და თურმე მაშინ,თბილისური უფანჯრო სკოლა,
ჰგავდა უდღეო ოცნებების სამშორბიაროს.
ზამთრებიც იყო,სიხარულიც,გუნდების სროლაც
და საქანელის ნარჩენები როგორ ტრიალებს
ახლაც კი მახსოვს(უფროსწორად ჩემს სიზმრებს ახსოვთ)
ყველა გაზაფხულს დღემდე,ვხვდები იის კონებით,
ამ დედამიწას ფიფქისხელას არაფერს არ ვთხოვ,
მხოლოდ იმას რომ იმ სიმღერას გამაგონებდეს,
რომელიც მაშინ ჩაგვესმოდა,სახელად ერქვა...
(რა ერქვა ,ზუსტად უფალმაც კი არ იცის ალბათ)
და მელოდია,უფრო ჰგავდა იმ გულის ფეთქვას,
ბავშვური გულის,გაფრენა რომ სწყურია ხარბად.
მერე დავკარგეთ, ჩვენ დავკარგეთ სუყველამ ერთად
თვალს და ხელს შუა,გაგვეპარა ბავშვობა მთელი.
და ერთმანეთი ისე მალე შემოგვაბერდა,
რომ წარმოსახვით ბორკილებსაც ვერ დავუძვერით.
გვქვია დიდები,უფრო სწორად,მონები გვქვია
ახლა და სულაც არ ვუჩივით საკუთარ ყოფას.
შემთხვევისათვის,მაინც ვტოვებთ ლულაში ტყვიას,
იმ შემთხვევისთვის, თუ ოცნება თავს წამოყოფს და
კიდევ ეცდება გაგვახსენოს თავისუფლება,
ო,რა რთულია ისაუბრო წარსულზე მაშინ,
როცა გაშინებს სიკვდილს ძილი რომ დაუფრთხება,
მგელი რომ ხარ და რომ ვერ ყმუი,საკუთარ მთაში.

ესაა კაცის დაბრძენება,ანუ სენია,
როცა იზრდები და მატულობს გგონია ჭკუა,
შიში მატულობს და მართლაც რა მოსაწყენია
შერჩე სამყაროს სიკვდილსა და სიცოცხლეს შუა...

ახლა ღამეა,ქარი უსტვენს პალმის ტოტებზე,
და მე ამ ლექსს ვწერ,მოქცევაა,ზღვაზე ქაფია,
მე დღეს თუ მოვკვდი, ეს იქნება ჩემი პროტესტი!
\"ბავშვად წავიდა\" -მიმიწერეთ ეპიტაფიად...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1128 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0