Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - სკალდობა/ lipo liparteliani - skaldoba - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - სკალდობა/ lipo liparteliani - skaldoba


8:51 PM
ლიპო ლიპარტელიანი - სკალდობა/ lipo liparteliani - skaldoba


ჯვარგამოსახული ლამეზირი,
დილაუთენია აბარგება.
ვიწრო ბილიკები დამეწყრილი,
ლოცვით დაღლილობის დამარცხება.
მთამდე ფეხშიშველი სიარული,
ხორცი დაწმენდილი საიმედოდ,
ერთად შექუჩების ჟრიამული,
სულმა ცაში უნდა აიხედოს.
მთებზე მოტივტივე სალოცავი,
ირგვლივ ქუდჯვრიანთა ხროვებია,
არის პეიზაჟი საოცარი,
როცა ღმერთის მონაგროვებია
ყველა,ჯანმრთელიც და ხეიბარიც,
ერთად ღატაკიც და ფულიანიც,
ყველას უნდა,უფალს მიებაროს,
ალალს დაემსგავსოს შურიანი.
სკალდში შეკრებილან სვანები და
ღრუბლებს დაუფარავთ სიმახინჯე,
არის შვებულება წამებიდან,
როცა ფაყის გზაზე მიაბიჯებ,
მაგრამ ეს დღეც მალე გათავდება,
ამ მთებს შეაჭკნება სინანული,
მერე ცა სულივით გაშავდება,
გადაშლის ნაფეხურს მხიარული
წვიმა.დაიცლება ერთიანად
ვერძებშენაწირი არემარე,
ჩვენც სკალდს მივატოვებთ ღმერთიანად,
რადგან ქალაქებში გავეპარეთ
სვანეთს,უქუდოებს შევერიეთ,
გადამთიელობა დავიბრალეთ,
ღმერთო მოწყალეო შეგვეწიე,
სკალდის თარიგზელო დაგვიფარე!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1844 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0