Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - ყველგან ღმერთია / lipo liparteliani - kvelgan ghmertia - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - ყველგან ღმერთია / lipo liparteliani - kvelgan ghmertia


8:52 PM
ლიპო ლიპარტელიანი - ყველგან ღმერთია / lipo liparteliani - kvelgan ghmertia


მე გეუბნები-დღეს ქუჩაში ღმერთი შევნიშნე...
(შენ,არ მიჯერებ)
მე გეუბნები-ჩემს ოთაში ახლაც მას სძინავს...
(შენ გეცინება)
ბევრჯერ მინახავს,ახლა ყველას ვეღარ ვიხსენებ,
მე შევსწრებივარ ღმერთის ტირილს,დარდსა და გმინვას...
ვამბობ,რომ არსად და არასდროს მას არ დავეძებ,
რომ იგი მუდამ ჩემთანაა,სულაც ჩემშია,
რა საჭიროა მის ძებნაში ასჯერ დაეცე?!
როცა შენს ირგვლივ უამრავი დადის მესია,
ის არის ცაში და მიწაზეც,მზეშიც, მთვარეზეც,
ის არის ყველა მცენარეში,ზღვაში,ღამეში,
ის თქვენშიც არის,მაგრამ თქვენ სულ სხვაგან დაეძებთ,
არადა იგი ღმერთი, იყო ჯვარცმის გარეშეც...
მე ასე ვფიქრობ და ვსაუბრობ,როგორც უფალი,
ახლა მე ვხარობ,როგორც ღელე ვრცელ ზღვასთან შერთვით,
მე ვარ გენია,ვარ სიგიჟე და თან უბრალო...
შენც ხარ გენია,შენც მე მგავხარ და შენც ხარ ღმერთი.

ჩვენშია ღმერთი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1149 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0