Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - გადარეულო / lipo liparteliani - gadareulo - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - გადარეულო / lipo liparteliani - gadareulo


8:52 PM
ლიპო ლიპარტელიანი - გადარეულო / lipo liparteliani - gadareulo


გადარეულო,შენს თვალებში მე ჩემს თავს ვხედავ,
ანუ მუცლიდან შენც გამოგყვა ჩემი ფანტომი,
ფანჯრის რაფაზე,სახით მზისკენ,და და ძმა სხედან,
მგონი ბავშვობას მაგონებენ-პლაგიატობენ...

დრო გავიდა და გავიზარდეთ,ცოტას ვკამათობთ,
მე მყუდრო კუნძულს შევეხიზნე,შენ მეგაპოლისს,
სულ ცოტა ხანში ჩვენს დარგულ ფიჭვს კიდევ დაათოვ,
რომელიც საწყლად,უპატრონოდ დგას სახლებს შორის

და ელოდება,რომ ოდესმე კვლავ დავბრუნდებით.
(მითხრეს,რომ უკვე ჩვენს აივანს გატოლებია)
ჩვენ შევიცვალეთ,დიდები ვართ და მე ვრწმუნდები,
რომ ეს ცხოვრება ურთულესი განტოლებაა...

გადარეულო,შენს თვალებში მე ჩემს თავს ვხედავ,
ანუ მუცლიდან შენც გამოგყვა ჩემი ფანტომი,
ფანჯრის რაფაზე,სახით მზისკენ,და და ძმა სხედან,
და ჩვენს ბავშვობას მაგონებენ-პლაგიატობენ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1114 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0